საპნის ნატეხს ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად ვიყენებთ. ასე უკვე თითქმის არავინ იბანს, რადგან არსებობს დუშგელები და თხევადი ხელსაბანი საშუალებები.
თუ თქვენ საპონი გიყვართ და ის სახლში ყოველთვის გაქვთ, გაეცანით, როგორ შეიძლება მისი გამოყენება.
1. თუ თქვენი ქურთუკის რკინის ელვა რთულად იკვრება, შეგიძლიათ მას საპონი წაუსვათ.
2. მოამზადეთ მცენარის მავნებლებთან საბრძოლველი საშუალება. დახეხილი საპონი შეურიეთ წყალში, ჩაასხით სასხურებელ ბოთლში და მიასხურეთ ფოთლების ქვედა ნაწილს.
კიდევ ერთი საშუალება: აიღეთ ძველი კოლგოტები, მოათავსეთ მასში საპნის რამდენიმე ნატეხი და ჩამოკიდეთ ბაღში ხილის ბუჩქებზე. სუნი მავნებლებს დააფრთხობს.
3. სარკე ან სათვალე ნაკლებად რომ დაორთქლდეს ტემპერატურის დაცემისას, ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ საპნის ნაზავი.
4. ლურსმანი მარტივად რომ მიაჭედოთ და სჭვალი უკეთ დაამაგროთ, მათ გამოყენებამდე საპონი უნდა წაუსვათ.
5. საპნის დახმარებით შესაძლებელია ძაღლი ავეჯის ღრღნას გადააჩვიოთ. უბრალოდ წაუსვით საპონი ავეჯის ფეხებს და მათი დაღრღნა აღარ მოეწონებათ.
6. სპორტულ ან სხვა ფეხსაცმელში, რომელსაც არასასიამოვნო სუნი აქვს მთელი ღამით გააჩერეთ საპნის ნატეხი.
7. საპონმა უკვე დიდი ხანია წარმატებით ჩაანაცვლა სურნელოვანი პაკეტები საცვლებისთვის, ამიტომ საცვლების კარადაში მათ ბევრი ინახავს.
8. საპონი მწერების ნაკბენისგან გამოწვეულ ქავილს აცხრობს.
9. საპონი ძალიან ეფექტურად უმკლავდება სისხლისა და ბალახის ლაქებს, ამიტომ ასეთ დროს გამოიყენეთ საპონი.
10. საპნით ასევე შეგიძლიათ კედელზე ღრუებისა და სჭვალის კვალის დაფარვა. ამისათვის უმჯობესია კედლისფერი საპონი შეარჩიოთ.