გაზაფხული ხალისისა და სილაღის სეზონია. ყველა ცდილობს, მას იმიჯი მოარგოს და დღე გაილამაზოს.
ამის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად სტილისტ კელსი პებლერის ბოლო აღმოჩენა შეგვიძლია ჩავთვალოთ. ის თმის სხვადასხვა ფერში შეღებვის საიდუმლოს გვიმხელს:
მან გამოიყენა ცაცხვის კრემი, მწვანე, ვარდისფერი და ლურჯი საღებავები. აღმოაჩინა, რომ მათი ხაზებად დატანა რაღაც ახალი ხელოვნება იყო. ნელ-ნელა იდეა დახვეწა და საოცარი შედეგიც მიიღო. შემდეგ კი იმავე ტექნიკით სხვა ფერების გამოყენებით თმების შეღებვა
ცისარტყელის ფერებშიც სცადა. შედეგი ამ შემთხვევაშიც გასაოცარი აღმოჩნდა.