სახის კანის ფორები გენეტიკური პრობლემაა, თუმცა არსებობს საშუალებები, რომლებიც მათ შევიწროებას უწყობს ხელს. „მარაოს“ მიერ გაზიარებული რჩევების მეშვეობით შეძლებისდაგვარად შესაძლებელია კანზე არსებული ფორების ზომის შემცირება და ამავდროულად, კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.
სახის ხშირი დაბანა
ფორების ვიზუალურ შემცირებაში ხელს შეგიწყობთ წყალი. ხშირი დაბანის შედეგად სახის კანს დატენიანებაში შეუწყობთ ხელს. საკმაოდ ეფექტურია სახის გამწმენდი გვირილის ლოსიონების და მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული საშუალებების გამოყენება.
მაკიაჟის ფუნჯების ყოველდღიური რეცხვა
მაკიაჟის დასრულების შემდეგ აუცილებლად ყოველდღიურად უნდა გარეცხოთ ფუნჯები, ვინაიდან ბაქტერიების ყველაზე სწრაფად გადამტანი სწორედ ფუნჯია, რომელიც კანზე სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.
ყოველთვის გამოიყენეთ პრაიმერი
პრაიმერის გამოყენება თქვენს კანზე არსებულ ფორებს და უსწორმასწორო ზედაპირს გახდის თანაბარს და შედეგად, ტონალური საცხის წასმა უფრო ეფექტური იქნება. მაგალითისთვის შეგიძლიათ აიღოთ ფორთოხალი. ცალ მხარეს წაუსვით ტონალური საცხი, ხოლო მეორე მხარეს პრაიმერი და შემდგომ ტონალური. საკუთარი თვალით დანახული შედეგი თვალსაჩინო იქნება „მარაოს“ მიერ შემოთავაზებული რჩევის გასათვალისწინებლად.
დამატენიანებელი საცხის გამოყენება
ხშირად გამოიყენეთ დამატენიანებელი საცხი, ვინაიდან თქვენს კანს მუდმივად ესაჭიროება მოვლა და ყურადღება. კანი გამოყოფს ცხიმოვან საფარს, რის შედეგადაც ჩვენი სახის კანი პრიალებს, რაც დამეთანხმებით, სულაც არ არის სასიამოვნო სანახავი. შესაბამისად, ყოველდღიურად დამატენიანებლის გამოყენებით თავიდან აიცილებთ ცხიმოვან, პრიალა საფარს და მიიღებთ სასიამოვნოდ დატენიანებულ კანს.
დაიცავით კანი მზისგან
სახის კანი საჭიროებს მზისგან დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში კანი უხეში და გამომშრალი იქნება. შესაბამისად, სახლიდან გამოსვლამდე არ დაიზაროთ და დაიტანეთ კანზე მზისგან დამცავი საშუალება.
მიმართეთ პილინგს!
კვირაში ერთხელ კანის გლობალურად გაწმენდის პროცედურა ჩაიტარეთ, რაც პილინგს მოიცავს. შედეგად აღადგენთ კანს მკვდარი უჯრედებისგან და შენიშნავთ, როგორ გამოგიცოცხლდებათ კანის სტრუქტურა.
რეტინოლის შემცველი საცხი
შეიძინეთ ისეთი საცხი, რომელიც შეიცავს რეტინოლს, ანუ A ვიტამინს. ფორები საგრძნობლად შეგიმცირდებათ, ამ ვიტამინის შემცველი საცხი აუცილებლად გამოიყენეთ ღამეს, ვინაიდან ამ პერიოდში კანის მგრძნობელობა იზრდება.
ორთქლის აბაზანები
სახის კანის ფორების შემცირების ეფექტურ მეთოდებს შორის ორთქლის პროცედურებია. წამოადუღეთ წყალი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, ბაზილიკა, ლავანდა ან როზმარინი. თუკი პრობლემური კანი გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ ჩაის ხის კარაქი. დაიფარეთ თავი პირსახოცის მეშვეობით და დაუშვით სახე ორთქლზე. ეს კანის ფორების გაფართოების ეფექტური საშუალებაა და შედეგად კანიც დაგიტენიანდებათ. ორთქლის აბაზანის შემდგომ გამოიყენეთ სკრაბი ან მიმართეთ პილინგს.
ყინულის კუბები
ყინულის კუბი - კანის პირველი მშველელია. ტემპერატურების კონსტრასტი ტონირებას უწყობს ხელს და შედეგად ფორები ვიწროვდება.
მოუკელით რძის მიღებას!
რძის პროდუქტები და ზოგადად, რძე ხელს უწყობს სახეზე გამონაყარის და ფორების წარმოქმნას. შესაბამისად, უმჯობესია, თუ თანდათან ამოიღებთ კვების რაციონიდან რძის შემცველ პროდუქტებს.