კენკროვანი მცენარეები - ბუნების საჩუქარია, რომლებიც გვეხმარება ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში დიდი ხნის მანძილზე.
გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შეივსოს ორგანიზმი და კანი სასარგებლო ვიტამინებით, მაკრო და მიკროელემენტებით, კენკროვანი მცენარეები კი აქტიურად გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებში.
„მარაოს“ დღევანდელ სტატიაში გასწავლით მარწყვის ნიღბების დამზადებას ყველა ტიპის სახის კანისთვის მარტივად, სახლის პირობებში.
მარწყვის სასარგებლო თვისებები სახის კანისთვის გამოიხატება შემდეგში:
- აქრობს სახეზე არსებულ პიგმენტურ ლაქებს;
- აქრობს სახის კანის ზედაპირიდან ცხიმიან ფორებს;
- ფორებიანი გამონაყარი ქრება;
- აუმჯობესებს კანის ფერს - გამოირჩევა პილინგის ეფექტით;
- ატენიანებს გამომშრალ კანს;
- აჯანსაღებს დაღლილ კანს;
- ამკვრივებს ჩამოწელილ სახის კანს.
მარწყვის ნიღბები სახლის პირობებში
მარწყვის ნიღაბი ანთებითი პროცესის მქონე კანისთვის
- შემადგენლობა: 3 სუფრის კოვზი გატარებული მარწყვი, 1 სუფრის კოვზი ხაჭო, შეურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაიტანეთ სახეზე 10-15 წუთით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მარწყვის ნიღაბი დაღლილი სახის კანისათვის
- შემადგენლობა: 1.5 სუფრის კოვზი გატარებული მარწყვი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 0.5 ჩაის კოვზი სახის დამატენიანებელი საცხი, შეურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 10-15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მარწყვის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
- შემადგენლობა: 1 ჩაის კოვზი თეთრი ან ლურჯი თიხა, 1 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი. შეურიეთ ერთმანეთს და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა. წაისვით სახეზე. როდესაც ნიღაბი დაიწყებს გამოშრობას, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ წაისვით სახის დამატენიანებელი საცხი.
მარწყვის ნიღაბი მშრალი კანისთვის
- შემადგენლობა: 2 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი, 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი, შეურიეთ ერთმანეთს და დაიტანეთ სახეზე 10-15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნორმალური და მშრალი სახის კანის მარწყვის ნიღაბი
- შემადგენლობა: 4 ჩაის კოვზი გატარებული მარწყვი, 2 ჩაის კოვზი არაჟანი, შეურიეთ ერთმანეთს და გაიჩერეთ სახეზე 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გამაჯანსაღებელი ყინულის კუბები ყველა ტიპის სახის კანისთვის
- მარწყვის წვენი და მინერალური წყალი პროპორციით 1:1, ჩაასხით ყინულის კუბების ფორმებში, გაყინეთ, შემდეგ კი დილას და საღამოს თითო კუბი ნელი მოძრაობით შემოიტარეთ სახეზე. შედეგად გაჯანსაღებულ და სუფთა სახის კანს მიიღებთ.
ჭორფლების გასაღიავებელი მარწყვის ნიღაბი
- შემადგენლობა: 1 ჩაის კოვზი გატარებული მარწყვი, 0.5 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. შეურიეთ და სახის კანის პრობლემურ ადგილას დაიტანეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, პროცედურის შემდეგ კი წაისვით სახის დამატენიანებელი საცხი.
მარწყვის ნიღაბი ჩამოწელილი სახის კანისათვის
- შემადგენლობა: 2 ჩაის კოვზი რძე, 2 ჩაის კოვზი გატარებული მარწყვი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, შეურიეთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაიტანეთ სახეზე 10-15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლის მეშვეობით.
ცხიმიანი კანის გამწმენდი ლოსიონი
- შემადგენლობა: ნახევარ ჭიქა გატარებულ მარწყვს დაასხით არაყი, ისე, რომ დაფაროს მისი ზედაპირი. მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დატოვეთ ორი კვირით გრილ და ბნელ ადგილას. შემდეგ გაატარეთ საცერში, გამოიყენეთ პროპორციულად 1:1, მდუღარე წყლის დამატებით.
მარწყვის ნიღაბი ქერცვლადი კანისათვის
- შემადგენლობა: 4 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი, 1 ჩაის კოვზი ზეთისხილის ზეთი, 1 კვერცხის გული, 0.5 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი. შეურიეთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაიტანეთ სახეზე 10-15 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ანთების საწინააღმდეგო მარწყვის ნიღაბი
- შემადგენლობა: 4 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი, 2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი შეურიეთ ერთმანეთს და გამოიყენეთ კომპრესების სახით.
სასურველია, ჩაიტაროთ ერთი კურსი მაინც თქვენი სახის კანის ტიპის მიხედვით მოცემული მარწყვის ნიღბებიდან. შედეგიც არ დააყოვნებს და მალე შეამჩნევთ თვითონაც.
უსაფრთხოების წესები:
- არ გამოიყენოთ, თუკი ალერგიული ხართ მარწყვზე;
- არ გამოიყენოთ სახეზე სხვადასხვა ჭრილობის ქონის შემთხვევაში;
- მარწყვის ნიღბები არ გამოიყენოთ კვირაში 2-ზე მეტჯერ;
- არ დატოვოთ მოცემულ დროზე მეტ ხანს, ვინაიდან სახის კანის ფორები გაფართოვდება.
წყარო:cosmetologylife