რატომ ჩნდება სტრიები,
როგორ მოვიცილოთ თავიდან?
სტრიებზე საუბრის დაწყებამდე გეტყვით, რომ ეს ნორმალურია და თითქმის ყველა ადამიანს გააჩნია სხეულზე. ბოდიპოზიტივის მიხედვით, მეტსაც გეტყვით, რომ საკმაოდ ლამაზადაც ითვლება სხეულზე და სულაც არ ღირს სასირცხვილოდ და საკომპლექსოდ.
შეხედეთ მოდელებს მაგალითად დენის ბიდოს - ის თავისუფლა პოზირებს საცურაო კოსტიუმებში, და სულაც არ უქმნის დისკომფორტს სტრიები თეძოებსა და მუცელზე. მის კვალს ბევრი ინსტაგრამე მიჰყვება და თამამად აქვეყნებენ თავიანთი სხეულის ფოტოებს.
თუკი მაინც გცხვენიათ, „მარაო“-ს რედაქცია მოგიყვებათ საიდან და რატომ ჩნდება სტრიები და როგორ მოვიშოროთ ისინი თავიდან?
სტრიების გამომწვევი მიზეზები
- სტრიები ჩნდება მაშინ, როდესაც კანის ზედაპირული გარსი იჭიმება. კოლაგენი პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე, შედეგად სკდება და ჩნდება ზოლების სახით. ეს ძირითადად ჩნდება სიმაღლეში უცებ მატებისას თინეიჯერობის ასაკში, წონის უეცარი მატებისას ან ორსულობისას. ასევე სტრიების გაჩენას იწვევს ზოგიერთი დაავადება და ჰორმონალური დისბალანსი.
პროფილაქტიკა
- ჩატარებული კვლევების თანახმად ქალბატონების 70-90 % ორსულობის შემდეგ უჩნდებათ სტრიები. პირველ რიგში მუცელზე და მკერდზე, შემდეგ იმ ნაწილებზე სადაც მოიმატეს. ამისათვის აუცილებელია ე.წ. „ბანდაჟების“ ტარება და სპეციალური ბიუსტჰალტერების მორგება. ყველაზე ეფექტური და სწრაფი საშუალებაა მათი თავიდან აცილების მიზნით ზეთებისა და საცხების გამოყენება, რომელიც ამკვრივებს კანს. ეფექტური საშუალეება კოფეინისა და ჟოჟობას ზეთის შემცველობის საცხები. არ დაივიწყოთ მასაჟი და შემადგენლობაში С და Е ვიტამინების შემცველობის გადამოწმება. წრიული მოძრაობით სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებთ, შედეგად კანი ელასტიური ხდება. არ დაგავიწყდეთ უნივერსალური წესი: რეგულარული სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი - საიკეთესო პროფილაქტიკაა სტრიების თავიდან ასაცილებლად.
სტრიების თავიდან აცილების მეთოდი
- სამწუხაროდ, თუკი სტრიები გაგიჩნდათ, მათი თავიდან მოცილება არც თუ ისე მარტივია. ყველაზე რეალურია მათი გაუფერულება, ბევრი კოსმეტიკური პროცედურა და საშუალებაა, რომელიც სტრიებს საკმაოდ კარგად ებრძვის. მაგალითად, ექიმები ფრაქციული ლაზერის CO2-ის მეშვეობით აგლუვებენ კანს. უწყობენ ხელს კოლაგენის წარმოქმნასა და უჯრედების განახლებას, რაც სტრიების რაოდენობას ამცირებს შედეგად.
- შეგიძლიათ სცადოთ დერმაროლერები. ისინი შეიცავენ რადიოაქტიურობას აპარატურული კოსმეტოლოგიისგან და ულტრათხელი ნემსებისგან, რომელიც თერმო იმპულსებს უშვებს წამების განმავლობაში. ნემსის შეღწევა და თერმო მოქმედება კანის აღდგენას უწყობს ხელს და კოლაგენს გამოამუშავებინებს. რამდენად წარმატებული იქნება პროცედურა, ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული, თუმცა აუცილებელია სრული კურსის ჩატარება.
საკუთარი სხეული მიიღოთ ისეთაც როგორიც არის, თავისი ნაკლოვანებებით საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ბევრისთვის. სტრიები ხელს უშლის ქალებს თავი კომფორტულად იგრძნონ. თუკი პროცედურები სტრიებს არ აქრობს სრულად, მათ გაუფერულებას ნამდვილად შეუწყობს ხელს.
მასაჟი ჯაგრისებით და სკრაბებით
- მშრალი ჯაგრისით მასაჟი ხელს უწყობს კანის განახლებას, გამოჰყავს ტოქსინები და კანს აჯანსაღებს. თუკი ჯაგრისი არ გაქვთ გაწმენდილ კანზე დაიტანეთ სკრაბი.
სხეულის კარაქი
- ყოველთვის დაიტანეთ არომატული კარაქი სხეულზე წრიული მოძრაობებით. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება კანის მოვლას ზამთარში. ისინი არამარტო სასიამოვნო არომატს ანიჭებენ კანს, არამედ ცივი პერიოდის გადატანას უწყობენ ხელს.
წყარო