სახის კანის მოვლის საშუალებების შესახებ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით,
არაერთხელ ვისაუბრეთ, ხოლო მათი სასწაულებრივი შედეგი არაერთმა ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა გამოცადა საკუთარ თავზე.
დღეს გაგანდობთ საიდუმლოს, როგორ გამოვიყენოთ ბარდა და ჯანჯაფილი სახის დასაბან საშუალებად. მოულოდნელია არა? დიახ, ჩვენც გავოცდით ამ ორის სინთეზით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს!
სასწაულმოქმედი საშუალება სამი ერთში
რატომ სამი ერთში? უბრალოდ ის უნივერსალურია და საკუთარ თავში აერთიანებს სამმაგ მოქმედებას:
ეს კი ერთ რამეს ნიშნავს მხოლოდ - ერთდროულად 3 საშუალება შესაძლებელია მოათავსო აბაზანაში შენს თაროზე.
ნიღბის რეცეპტი
ინგრედიენტები
- 3 სუფრის კოვზი მშრალი ბარდა
- 3 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი ან გატარებული შვრიის ფანტელი
- 1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი
- 0.5 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი
მომზადების წესი
- ფქვილი და ბარდა შეურიეთ ერთმანეთს, დაფქვით ყავის საფქვავის მეშვეობით.
- დაუმატეთ ჯანჯაფილი, ფქვილი და კარაქი. საგულდაგულოდ მოურიეთ.
- მასაჟის წრიული მოძრაობით დაიტანეთ დატენიანებულ სახის კანზე.
- ჩამოიბანეთ წყლით
მომზადებული მასა შეინახეთ მინის ქილაში.
გამოყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შენიშნავთ, როგორ გახდება კანი პრიალა, აბრეშუმივით ბზინვარე. თუმცა არ დაივიწყოთ ის, რომ კანის ვიზუალური ეფექტი ორგანიზმში მიმდინარე პროცესების გამოხატულებაა, ამიტომ აუცილებლად გამოყენებამდე გაეცანით კუჭისა და ნაწლავების, ღვიძლის გაწმენდის საშუალებებზე სტატიებს.
გაუზიარეთ შედეგი მეგობრებს და ჩვენ.
წყარო