53 წლის მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელი, 2 შვილის დედა, MTV-ის წამყვანი და მსახიობი სინდი კროუფორდი მუდამ ყურადღების ცენტრშია და ხშირად თავის მოდელ ქალიშვილსაც, კაია გერბერსაც ჩრდილავს წვეულებებზე ერთობლივი გამოჩენისას.
მოდელი თავის მოვლას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება.
მან გადაწყვიტა, თავის გამომწერებს გაუზიაროს ანტიასაკობრივი მაკიაჟის ყოველდღიური რუტინა, რომლის საშუალებითაც მუდამ ლამაზად გამოიყურება და მსოფლიოს არაერთი მოდური გოგონასთვის კვლავაც საკულტო ქალად რჩება.