ქოქოსის ზეთი - უნივერსალური პროდუქტია. ის სასარგებლო შემადგენლობით და მრავალმხრივი გამოყენებით ხასიათდება.
ამ სტატიაში გაიგებთ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას ამ პროდუქტის შესახებ.
რჩევა: შხაპის მიღების შემდეგ თხელი ფენა დაიდეთ მთელ სხეულზე. ის დაარბილებს კანს და სასიამოვნო არომატს მიანიჭებს.
თმის სტრუქტურის გაჯანსაღებისთვის და დარბილებისთვის - ქოქოსის ზეთის შემადგენლობა. შეღებილი თმისა და დასუსტებული თმის საუკეთესო წამალია. ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ თმის ჯანსაღად შენარჩუნებაში. ქოქოსის ზეთის მთავარ ცხიმოვან მჟავას - შეუძლია შეაღწიოს თმის ღერში ისე, რომ სხვა ცხიმების უმეტესობას არ შეუძლია.
რჩევა: შხაპის მიღებამდე თმაზე დაიდეთ თხელ ფენად ქოქოსის ზეთი, შემდეგ შეიხვიეთ თავი და 1-2 საათის განმავლობაში გქონდეთ ასე. ჩამოიბანეთ ჩვეულებრივ შამპუნით კარგად, რომ არ დარჩეს ქოქოსის ზეთის მასა. რეკომენდებული არის კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ყოველდღე არა. შეგიძლიათ ზეითუნის ზეთიც შეურიოთ მრავალფეროვნებისთვის, მაგრამ არა ყოველთვის.
მაკიაჟის მოსაშორებლად - ის საუკეთესოდ აშორებს მაკიაჟს და რაც მთავარია, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.
აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს - ქოქოსის ზეთი ამაღლებს ქოლესტერინის დონეს.
ლაქების მოსაშორებლად - ქოქოსის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაქების მოსაშორებლად (ხალიჩებსა და ავეჯზეც). ის ასევე გამოიყენება "სტრიების" მოსაშორებლად.
ართრიტის სიმპტომების შემსუბუქება - ართრიტს ახასიათებს სახსრების ტკივილი და უძრაობა ანთების გამო. ცხოველთა გამოკვლევით ვარაუდობენ, რომ ქოქოსის ზეთში აღმოჩენილ პოლიფენოლებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტებს უწოდებენ, შესაძლოა გათავისუფლდეს ართრიტის ზოგიერთი სიმპტომი.
ბუნებრივი დეოდორანტი - თავად ოფლს არ აქვს სუნი, თქვენს კანზე მცხოვრები ბაქტერიები წარმოქმნიან არასასურველ სუნს. ქოქოსის ზეთის ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები მას დიდ ბუნებრივ დეზოდორად აქცევს, რომელიც არ შეიცავს ქიმიკატებს.
სახეზე - სახის კანი ძალიან ფაქიზია, ქოქოსის ზეთი კი სქელი მასაა და კანს არ შეუძლია მისი ღრმად შეწოვა. მხოლოდ ზედაპირულად მკვდარ ფენას ედება. შეიძლება დაგიზიანოთ კანი და თმის ამოსვლასაც შეუწყოს ხელი.
რუჯის მისაღებად - ნატურალური ზეთები შეიცავს მზის დამცავ თვისებებს და ამასთან, რუჯის მიღებასაც უწყობს ხელს. სხვა ზეთებისგან განსხვავებით, ქოქოსის ზეთს ზიანის მოტანა შეუძლია, რადგან ის მზეზე ცხელდება და იწვევს კანის დამწვრობას.
ნია გაბუნია