რჩევები

3 ხრიკი, თუ როგორ შევინარჩუნოთ დიდხანს დეპილაციის შედეგი (რეცეპტი)

3 ხრიკი, თუ როგორ შევინარჩუნოთ დიდხანს დეპილაციის შედეგი (რეცეპტი)
ძალიან ხშირი დეპილაცია კანის გაღიზიანებას იწვევს. ჩვენ გირჩევთ, როგორ მოიქცეთ იმისათვის, რომ იშვიათად მიმართოთ დეპილაციას.
Image result for 5 способов сохранить эффект от депиляции надолго

სახლის საშუალებები, რომლებიც შეანელებს თმის ზრდის პროცესს.

მითითება! არ გამოიყენოთ ეს შემცველობა მგრძნობიარე კანზე, ვინაიდან შესაძლებელია ალერგიული ფონი ან კანის გაღიზიანებადობა გამოიწვიოს.
Image result for 5 способов сохранить эффект от депиляции надолго

ნიგვზის ნაჭუჭის ნახარში

  • ნაჭუჭი მოათავსე ჯამში და დაასხი არაყი. სითხემ მთლიანად უნდა დაფაროს ზედაპირი. მჭიდროდ დააფარე და დატოვე 2 კვირით ჩაბნელებულ ადგილას. გამოყენების წინ გააზავე მდუღარე წყლით თანაფარდობით 4 წილი ნახარში წყლის 1.5 წილზე. კანზე დეპილაციის შემდეგ საგულდაგულოდ წაისვით მიღებული
    სითხე და გაიმეორეთ იგივე მომდევნო 2 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ. ნახარშის შენახვა დიდხანს არის შესაძლებელი, თუკი მას მაცივარში შეინახავთ.

Image result for 5 способов сохранить эффект от депиляции надолго

ზეთების ნაზავი

  • 5 სუფრის კოვზი ატმის ან ქაცვის ზეთი (თუ არ გაქვთ კონკრეტული, სხვა სახეობის ზეთიც გამოდგება) 5 წვეთი პიტნის ან ლავანდის ეთერზეთს შეურიე. თუკი კანი გამონაყარისკენ და გაღიზიანებადობისკენ მიდრეკილია, დაამატე 20 წვეთი ჩაის ხის ზეთი. მიღებული მასა შეინახე მჭიდროდ დახუფულ ჯამში ოთახის ტემპერატურაზე. გამოიყენე საშუალება დეპილაციიდან მომდევნო დღეს.
Image result for 5 способов сохранить эффект от депиляции надолго

პაპაიას ლოსიონი

  • 50 მილიგრამი ლავანდის ჰიდროლატი 1 გრამ პაპაიას შეურიე და დაუმატეთ guar gum-ი (საჭმლის დანამატი). ამ ინგრედიენტის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც დამოუკიდებლად კოსმეტიკის მომზადება არის შესაძლებელი. მიღებულ მასას დაუმატე 5 წვეთი ჯანჯაფილის ეთერზეთი და დაამუშავე კანი დეპილაციის დასრულებისთანავე. ლოსიონი გამოიყენე დღე-ღამეში ორჯერ, იმისათვის, რომ კანი ნაზი და პრიალა გახდეს.
Image result for 5 способов сохранить эффект от депиляции надолго

არ გინდა დამოუკიდებლად მომზადება და თანამედროვე ტექნოლოგიებს ენდობი?

მაშინ შეიძინე საცხი-ინჰიბიტორი, რომელიც თმის ზრდის პროცესს ანელებს. იმისათვის, რომ არ შეცდე შერჩევისას, შეამოწმე: შემცველობაში საცხს უნდა ჰქონდეს პაპაიას ექსტრაქტი, ლიმონი, ბერძნული ნიგოზი ან ჰიაცინტი. ისინი - ყველაზე ეფექტურია თმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ინჰიბიტორები არა მარტო ამცირებს ზრდის პროცესს, არამედ შეხორცებას უწყობს ხელს, ხსნის გაღიზიანებადობას კანზე, ატენიანებს და კვებავს კანს და თმაც ინტენსიურად აღარ გაიზრდება.
Image result for 5 способов сохранить эффект от депиляции надолго
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
Ana
Sad sheidleba shebino kamis kremi an losion
13:10 / 26-01-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93