რჩევები

როგორ მივანიჭოთ კანს ბზინვარება 7 დღეში

როგორ მივანიჭოთ კანს ბზინვარება 7 დღეში
ბოლო წლებია კანის მოვლაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა საზოგადოების ნაწილმა დღემდე არ იცის, როგორ შეურჩიოს კანს სწორი მოვლის საშუალებები. რამდენი დროა საჭირო იმისთვის, რომ ის მბზინვარე, ახალგაზრდული და შეუდარებელი გახდეს. დერმატოლოგები საჭირო რჩევებს ხშირად გასცემენ და ჩვენ ვალდებულები ვართ, იდეალური შედეგის მისაღებად მათი რეკომენდაციები ზედმიწევნით შევასრულოთ.

იცოდით, რომ კანის სწორი მოვლა ერთ კვირაში უკვე საოცარ შედეგს იძლევა? ამის დამტკიცება ჩვენი 7-დღიანი რუტინით არის შესაძლებელი.
ნახეთ, როგორ ვაქციოთ ჩვენი კანი ბუნებრივად მბზინვარე ერთ კვირაში.

დაადგინეთ თქვენი კანის
ტიპი


კანის მოვლის პროცედურების დაწყებამდე უმთავრესია, დაადგინოთ, თუ როგორი ტიპის კანი გაქვთ, ამის დადგენა კი დერმატოლოგთან ვიზიტით ან კანზე დაკვირვებით არის შესაძლებელი. თუ თქვენ სახის T-ზონა (ნიკაპი, შუბლი და ცხვირი) ცხიმიანი გაქვთ, ხოლო დანარჩენი ნაწილი მშრალი, მაშინ თქვენი კანი კომბინირებული ტიპის არის. თუ ცხიმიანობა მთლიან სახეზეა, მაშინ - ცხიმიანი და თუ ის მუდამ გამომშრალია და დატენიანებას ითხოვს, მაშინ მშრალი.

უნდა მიჰყვეთ რეგულარულ CTM-ის რუტინას


CTM - იშიფრება, როგორც გაწმენდა, ტონერი და დატენიანება. ყველა ქალის დღის წესრიგში ეს სამი პროცედურა აუცილებლად უნდა შედიოდეს. დაიბანეთ სახე დილით წყლით, შემდეგ გაიწმინდეთ ტონერით და დაიტენიანეთ სახლიდან გასვლის წინ. საღამოს გაიმეორეთ იგივე და დაძინებამდე 2 საათით ადრე ჩაიტარეთ საღამოს პროცედურები.

გამოიყენეთ ამქერცლავი ნიღაბი


ამქერცლავი ნიღაბი სახის მოვლისთვის იდეალური პროდუქტია. მისი გამოყენება კვირაში ერთხელ არის ნებადართული და კანს ბზინვარებასა და სიჯანსაღეს სძენს. ნიღაბი კანიდან აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის აჩქარებას. გამოიყენეთ ნატურალურ ხილზე დამზადებული ნიღაბი, მაგალითად, პაპაიას ან ანანასის შემცველობით და შეეცადეთ, ისეთი ამქერცლავი ნიღაბი იყიდოთ, რომელშიც გლიკოლის მჟავის შემცველობა მინიმალური იქნება. ეს პროცედურა კანის ბზინვარებისთვის საუკეთესოა.

შეიძინეთ რამდენიმე ტიპის სარგებლის მომტანი კრემი


როდესაც სახის მოვლაზე ვსაუბრობთ, ერთი პროდუქტი არასდროს არის საკმარისი. თუ გვინდა, რომ ჩვენი კანი ბრწყინავდეს, მაშინ ისეთი პროდუქტი უნდა შევარჩიოთ, რომელიც ჩვენს კანს რამდენიმე რამეში ერთად დაეხმარება. მაგალითად, დამატენიანებელი კრემი მზისგან დამცავის ფუნქციით, ნიღაბი A და B ვიტამინებით, საღამოს კრემები ასაკისა და ნაოჭების შესამცირებლად და სხვა. აარჩიეთ პროდუქტი, რომელსაც რამდენიმე ტიპის სარგებელი ექნება.

მზისგან დამცავი კრემი


ამ უკანასკნელზე დერმატოლოგები ხშირად საუბრობენ. მზის მავნე სხივები ჩვენი ახალგაზრდა კანის პირველი მტერია. შეიძინეთ მზისგან დამცავი კრემი ან ისეთი დამატენიანებელი, რომელიც SP 30-ის შემცველი იქნება. წაისვით კრემი ყოველ 2 საათში და თქვენი კანი ერთ კვირაში საოცარ ბზინვარებას და სიჯანსაღეს შეიძენს.
არ დაგავიწყდეთ, სვით ბევრი წყალი, დაარეგულირეთ ძილისა და კვების რეჟიმი. ორგანიზმის შიგნით მომხდარი მოვლენები ხშირად ჩვენს კანზე აისახება. ამიტომ გაუფრთხილდით მას.

წყარო: stylecraze.com


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93