ქალური პრობლემები ხომ ამოუწურავია. ხშირად ვებრძვით აკნეს, რუჯის შემდეგ დარჩენილ ლაქებს, უაზროდ გაჩენილ ცელულიტებს, "სტრიებსა" და თვალის ქვემოთ ჩაშავებულ უპეებს. სახის კანის მოვლაზე, ალბათ, უკვე ბევრი რამ იცით და ახლა დროა, თვალის ირგვლივ კანის მოვლაზეც ვიფიქროთ.
ნახეთ რამდენიმე ხერხი, თუ როგორ მოვუაროთ თვალის ირგვლივ კანს.
გამოიყენეთ დამატენიანებელი მხოლოდ თვალისთვის
შეიძლება ეს გეუცხოოთ, მაგრამ ასეა. სახის კანის დამატენინებელი საცხი თვალის დატენიანებისთვის არასაკმარისია. ამიტომ, თუ გსურთ, რომ თვალების ქვევით სიშავე გააქროთ და ნაოჭების გაჩენისგანაც აირიდოთ თავი, მაშინ სპეციალური დამატენიანებელი, თვალის საცხი უნდა შეიძინოთ. ექიმების რჩევით, თვალის დატენიანებისთვის ჯობს, ისეთი საცხი შეარჩიოთ, რომლის შემადგენლობაში სერუმი იქნება. ის კანს საოცრად უხდება.
მოეპყარით თვალებს ნაზად
სახის მიდამოში ყველაზე ნაზი კანი სწორედ თვალის გარშემო გვაქვს. ამიტომ თვალებს ნაზად და დაკვირვებით უნდა მოვეპყრათ. ნუ მოიშორებთ თვალიდან მაკიაჟს ძალდატანებით და შეეცადეთ, კრემი ნაზად გადაინაწილოთ ირგვლივ. თვალის მოვლის ერთ-ერთი მთავარი საფეხური სწორედ სინაზეა.
სწორად შეარჩიეთ თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე
რადგან მაკიაჟი ვახსენეთ, ეს საფეხურიც არ უნდა გამოვტოვოთ. თვალიდან მაკიაჟის მოშორება არც ისე მარტივი პროცედურაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მძიმე მაკიაჟს ატარებთ. დაკვირვებით შეარჩიეთ მიცერალური წყალი ან მოსაშორებელი რძე და თქვენი კანის ტიპის მიხედვით იყიდეთ ის. არასწორად შერჩეული ნებისმიერი პროდუქტი უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე.
დაიცავით თვალის მიმდებარე კანი SPF-ით
მზის დამცავ საცხებზე ხშირად ვსაუბრობთ და გეცოდინებათ, რომ მის გარეშე სახლიდან გასვლა გამოუსწორებელი შეცდომაა. როგორც უკვე გითხარით, თვალის მიდამოში თხელი კანი აქვს ადამიანს, ამიტომ მისი დაცვა SPF-ით აუცილებელია. დაიტანეთ SPF 30 სახლიდან გასვლის წინ და დამწვრობა, კანის ჭკნობა და ნაოჭები აირიდეთ თავიდან.
გააგრილეთ პროდუქტები
ბოლო უმთავრესი წესი თვალის მოვლის რუტინაში პროდუქტების მაცივარსა და სხვა ცივ ადგილებში შენახვაა. ეს უკვე კარგად ცნობილი წესია. თუ გინდათ, რომ თვალის მოვლის ყველა საშუალებამ იმუშაოს, მაშინ ის ცივ მდგომარეობაში უნდა დაიტანოთ თვალზე. ასე პროდუქტში არსებული ყველა სასარგებლო ვიტამინი გააქტიურდება და მალე შეიწოვება კანში.
წყარო: teenvogue.com