სახლში დამზადებულ სახის ნიღბებზე არაერთხელ გვისაუბრია და ალბათ, უკვე იცით, რომ სახლის პირობებში თავის მოვლა იდეალურად არის შესაძლებელი. დღეს მსოფლიოში ყველაზე მარტივად გასაკეთებელი ნიღბის ინგრედიენტებს გაგიმხელთ და დარწმუნდებით, რომ თავის მოვლა არასოდეს ყოფილა ამაზე მარტივი.
ნახეთ, როგორ დავამზადოთ 2 ინგრედიენტისგან შემდგარი სახის ნიღბები სახლის პირობებში:
1. ექსფოლიატორის ნიღაბი
ამ ნიღბისთვის სულ რაღაც ორი უმარტივესი ინგრედიენტია საჭირო;
ქოქოსი და ყავა. შეათბეთ ქოქოსის კარაქი, დაუმატეთ მას ნალექიანი ყავა, სასურველია 2 სუფრის კოვზი და დაიტანეთ სახეზე. ეს ექსფოლიატორ-ნიღაბი სკრაბის ფუნქციას ასრულებს და სახიდან მკვდარ უჯრედებს იდეალურად აშორებს. 5-10 წუთში ჩამოიბანეთ ნიღაბი და დაიტენიანეთ სახე.
2. დამატენიანებელი ნიღაბი
ამ ნიღბის დასამზადებლად შეურიეთ 1 სუფრის კოვზი იოგურტი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. თუ თაფლი მყარია, შეგიძლიათ გაათბოთ და ისე დაუმატოთ იოგურტს. ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და სახეზე დაიტანეთ. გაიჩერეთ ნიღაბი 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თქვენი კანი უკვე დატენიანდა.
3. აკნეს საკონტროლო ნიღაბი
მესამე უმარტივესი ნიღაბი აკნესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. გამოიყენეთ ½ ჭიქა ლიმონის წვენი და ½ ჩაის კოვზი დარიჩინი დაუმატეთ, შეურიეთ ერთმანეთს და სახეზე წაისვით. ჩამოიბანეთ 5 წუთში. ეს ნიღაბი ყოველდღიური გამოყენების შემდეგ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
4. ნიღაბი სიკაშკაშისთვის
პომიდორი და იოგურტი მოიმარჯვეთ, უმარტივესი ნიღაბი უნდა დავამზადოთ. შეურიეთ ¼ პომიდორი 2 სუფრის კოვზ იოგურტს. აურიეთ ერთმანეთში, დააბლენდერეთ და სახეზე წაისვით. გაიჩერეთ სახეზე 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
5. სახეზე ცხიმიანობის შესამცირებელი ნიღაბი
ბოლო ნიღბისთვის ვაშლის ძმარი და ვაშლი დაგვჭირდება. აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 სუფრის კოვზ გაწურულ ვაშლის წვენს შეურიეთ. წაისვით სახეზე და 5-10 წუთში ჩამოიბანეთ. შედეგს რამდენიმე დღეში ნახავთ.
არ დაგავიწყდეთ, თუ რომელიმე პროდუქტზე ალერგიული ხართ, თავი შეიკავეთ ნიღბის გამოყენებისგან.
წყარო: butfirstcoffeeblog.com