თუკი არ გინდათ 5-10 წლით უფროსის შეხედულება გქონდეთ, დროა შეცვალოთ ვარცხნილობა.
ზედმეტად დახვეული თმა
- რაც უფრო გემატებათ ასაკი, უფრო მსუბუქი უნდა გახდეს თქვენი ხვეულების მოცულობა. შეეცადეთ, არჩევანი ბუნებრივად დახვეულ, ოდნავ დატალღოვანებულ ვარცხნილობაზე შეაჩეროთ, ასე ბევრად ახალგაზრდული იმიჯი გექნებათ.
თმის ბოლომდე გაშრობა
- თმა ასაკის მატებასთან ერთად უფრო მგრძნობიარე ხდება მზეზე და აგრესიული სხვადასხვა თავის მოვლის საშუალებისადმი. სწრაფად კარგავს ტენიანობას, ხდება გამომშრალი და უსიცოცხლო - სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, თმას დამატებით მოუაროთ და დაატენიანოთ გამუდმებით.
ზედმეტად მუქი საღებავის შერჩევა
- „რადიკალური შავი“ ყველაზე წარუმატებელი არჩევანია. პირველ რიგში, მუქი თმა სახეს უფრო მკაცრს და დაღლილს წარმოაჩენს, ამავდროულად, ასაკს მატებს; მეორე მხრივ, მუქი საღებავი თქვენი თმის ყველა დეფექტს სააშკარაოზე გამოიტანს. ასე რომ, უმჯობესია თავი შეიკავოთ თმის მუქი საღებავით შეღებვისგან.
ვარცხნილობისთვის „აგრესიული“ საშუალებების გამოყენება
- რაც უფრო ხშირად იყენებთ თმის უთოს, საშრობს, ხვეულების რგოლებს, თმა უფრო უსიცოცხლო და დაზიანებული ხდება. შესაბამისად, ასაკსაც მოგიმატებთ. აუცილებლად გამოიყენეთ თმის დამცავი სპრეები, კონდიციონერები, ზეთები და ნიღბები, რომლებიც დაატენიანებს და დაიცავს თქვენს თმას.
ნუ უვლით მტვრევად ბოლოებს
- თუკი თქვენი თმა მტვრევადია, აუცილებლად მოიცილეთ თავიდან. მიდით სალონში და შეიჭერით ბოლოები. მათი მოვლით უარესს აკეთებთ, ასაკით უფრო დიდი ჩანხართ და მოვლის საშუალებებსაც ტყუილად ხარჯავთ, მტვრევადი ბოლოები აღდგენას არ ექვემდებარება.
რთული ვარცხნილობები
- მოერიდეთ რთული ვარცხნილობების გაკეთებას, ვინაიდან შედეგად მოუწესრიგებელ „ხის“ თმებს იღებთ, რაც ასაკს გმატებთ. უმჯობესია გამოიყენოთ სპრეი და მუსი, რომელიც შეინარჩუნებს თმის სირბილეს.
წყარო: goodhouse