ამ ბოლო პერიოდში სილამაზის სფეროში კერატინი გამოჩნდა, რომელიც ქიმიური საშუალებით თმის გრძელვადიან გასწორებას მოიცავს. კერატინი ხანგრძლივი პროცესია და ის თმაზე 4 დან 6 თვემდე ძლებს, აჯანსაღებს ზრდის და კვებავს ნებისმიერი ტიპის თმას.
ნახეთ, ყველაფერი კერატინისი შესახებ.
- დავიწყოთ იმით, თუ როგორ კეთდება კერატინი თმაზე. პირველი საფეხური 30 წუთიან დაბანას მოიცავს, რომელიც თმაზე ფორების გახსნას უწყობს ხელს და ამზადებს მას კერატინის მისაღებად, თმა საოცრად მსუბუქი და დამყოლი ხდება.
შემდეგ უკვე თმის გაშრობაზე გადავდივართ, ზოგი სტილისტი ამჯობინებს რომ გააშროს თმა და ისე წაუსვას კერატინი ზოგი კი პირიქით. საბოლოო ჯამში კი თმაზე კერატინის მასა ისმევა, რომელიც თმის ძირიდან ბოლოებამდე კარგად უნდა წავისვათ, ისე რომ არც ერთი წვეთი დაგვენანოს წასმისას.
წასმული კერატინი თმაში კარგად შეიწოვება თუ მას რამდენიმე საათით გააჩერებთ და შემდეგ ბოლო საფეხურზე გადახვათ. ბოლო საფეხური თმის კარგი საფუძვლიანი გასწორებაა, თმის უთოთი, ძირიდან ბოლომდე თმა კარგად უნდა გასწორდეს, იმისთვის რომ კერატინმა ღრმად შეაღწიოს ფორებში. კერატინი ხანგრძლივი პროცედურაა და ხშირად მას 2-3 საათიც კი ეთმობა.
პროცედურის ჩატარების დღეს თავის დაბანა, თმის შეკვრა და ყურზე გადაწევაც კი არ არის რეკომენდირებული, თუმცა პროცედურიდან მეორე დღეს თმას ჩვეულებრივ დაიბანთ და კერატინისთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნით ჩამოიბანთ.
კერატინის დადებითი თვისებები: კერატინი სასარგებლო ნივთიერებაა, რომელიც ამყარებს თმის ძირებს, სწრაფად ზრდის მას და საოცრად მალე აჯანსაღებს დაზიანებულ თმას. ამ პროცედურის გაკეთებიდან 3 დღეში თმა ღვთაებრივად ბზინავს, მსუბუქდება და სასიამოვნოდ რბილდება.
კერატინიანი თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს მას სჭირდება უსულფატო შამპუნი, დამარბილებელი თმის ნიღაბი და მცირეოდენი მოვლა. ყველა სხვა შამპუნი, ქლორი და მზე უწყობს თმიდან კერატინის გამოდევნას.
კერატინის უარყოფითი თვისებები:
ის წამალი, რომელიც თმაში ჯდება საკმაოდ ცხიმიანია, შესაბამისად კერატინიანი თმა მალე ცხიმიანდება. თუ თქვენ თავს 3 დღეში ერთხელ იბანთ, კერატინის შემთხვევაში მოგიწევთ 2 დღეში ერთხელ თმის დაბანა.
ხშირად უხარისხო კერატინი შეიცავს დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერება ფორმალდეჰიდს, რომელიც საზიანოა თმისთვის და ასევე ჯანმრთელობისთვის, ამიტომ კარგად შეარჩიეთ სილამაზის სალონი და სპეციალისტი, რომელმაც თქვენ თმასა და ჯანმრთელობას ანდობთ.
წყარო: www.healthline.com