რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს თვალების ირგვლივ

როგორ მოვუაროთ კანს თვალების ირგვლივ
სახის კანის მოვლაზე ქალბატონები ბევრს ვფიქრობთ, ჩვენ ათასგვარი ნიღბებითა და საცხებით ვცდილობთ ტენიანობა შევუნარჩუნოთ და ახალგაზრდა იერი არ დავაკარგვინოთ კანს. რთული, დამღლელი დღის შემდეგ ჩაშავებული თვალები ჩვენ მოლილ სახეს მთელ იერს უკარგავს.

ამიტომ ნახეთ, როგორ მოვუაროთ კანს თვალებს ირგვლივ.

გაიწმინდეთ სახე

  • სანამ უშუალოდ რაიმე პროცედურას დაიწყებთ, კარგად გაიწმინდეთ სახე და ძილის დროს მოგროვებული ჭუჭყი ან წინა საღამოს წასმული სახცი მოიშორეთ. კანს ძველი პროდუქტი არ უხდება ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს სახის კანზე.


პატჩების დროა

  • მიძიენებული
    და ჩაშავებული უპეების პირველი მტერი სწორედ პატჩებია. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პატჩები და დილით ყავის დალევის დროს 15-20 წუთი გაიჩერეთ სახეზე.

დაიტენიანეთ კანი

  • პატჩების შემდეგ მესამე პროცედურა დატენიანებაა, დაიტენიანეთ მთლიანი სახე და დამატებით დაიტენიანეთ თვალის ირგვლივ არსებული კანი, რადგან სიშავე და უსიცოცხლო უპეები სწორედ ნაკლები ტენიანობის გამოც შეიძლება გაჩნდეს.

მზისგან დამცავი

  • თვალის ირგვლივ კანი ნაზი და ფაფუკია, სახლიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე გასლა კი უდიდესი შეცდომაა. დატენიანების შედეგ თვალის ირგვლის მზისგან დამცავი კრემი წაისვით, 10 საათიდან 2 საათამდე მზე ჩვენი თვალებისთვის საზიანოა.


ბოლო საფეხური კონსილერია

  • მაკიაჟის გაკეთება ქონსილერის გარეშე არასრულყოფილი იქნება. თუ თვალზე მცირეს სიშავე მაინც დაგრჩებათ წაისვით ღია ფერის ქონსილერი და დაგვიჯერეთ უძილოდ გატარებულ საათებს ვერავინ შეამჩნევს.

წყარო: www.lorealparisusa.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93