თუკი თმის მოვლის კუთხით სიახლეების მოსინჯვა გინდათ, მაგრამ გინდათ ბიუჯეტური იყოს, შეგიძლიათ ბებიების რეცეპტები მოიშველიოთ, რომლებიც თმას სიჯანსაღესა და ბზინვარებას დაუბრუნებს. ეს ჭინჭარია. მისი ნახარში სისხლის მიმოქცევის აქტივირებას იწვევს, ამცირებს და აქრობს ქერტლს, აძლიერებს ფოლეკულებს, კანის ცხიმოვანი საფარველის მწყობრში მოყვანას უზრუნველყოფს და ებრძვის ალოპეციას. ჭინჭარი მდიდარია გამაჯანსაღებელი მინერალებით, როგორებიცაა მაგნიუმი, რკინა, კალიუმი, რაც ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას. მცენარეში ბევრი ანტიოქსიდანტია, А, В, С და К ვიტამინი, მწვანე ფოთლები კი ქლოროფილების ნამდვილი საბადოა.
როგორ გამოვიყენოთ?
ყველაზე მარტივი და პოპულარული სახლის საშუალება თმებისთვის მისი ნახარშია. დაგჭირდებათ მშრალი ფოთლები და ადუღებული წყალი. ოთხი ფილტრ-პაკეტი დაფარეთ ადუღებული წყლით, ნახევარ საათში კი თავის დაბანის შემდეგ მიღებული ნახარში გადაივლეთ თმაზე.
თმის სიგრძეში ზრდის სტიმულირებისთვის გამოიყენეთ ჭინჭრის ზეთი. თავის დაბანამდე ნახევარი საათით ადრე შეიზილეთ თმის ძირებში. კურსი შესაძლებელია ჩაიტაროთ რამდენიმე თვის განმავლობაში, თმა კი შედეგად ბევრად ძლიერი და ხშირი გახდება.