"იშვიათად თავის დაბანა", "ვარცხნილობის დავიწყება", "წინამოს გაზრდა" და კიდევ 6 საიდუმლო, რომლებიც უნდა ჩაინიშნოთ!
პარიზულ გლამურზე მსოფლიო წამყვანი კოლორისტი კრისტოფ რობინი საუბრობს, რომელმაც ყველაფერი იცის ფრანგულ სილამაზეზე.
1. ფრანგებს უყვართ ნიღბები
- გოგონების უმეტესობას მიაჩნია, რომ შამპუნი და ბალზამი არ არის საკმარისი. აი, ნიღაბი სწორედ დამატებით კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოიყენოთ, ფრანგი გოგონების ფავორიტი სწორედ ნიღაბია და კვირაში ოთხჯერ მაინც მიმართავენ ამ მეთოდს. თმის კარაქი, მუსი, საცხები, შეფუთვა - საშუალოსტატისტიკურ ფრანგ ლამაზმანს 7-დან 10-მდე თმის მოვლის საშუალება აქვს აბაზანაში.
2. ისინი არ ზოგავენ თანხას სტილისტზე
- ფრანგი ახალგაზრდების საყვარელი გამოთქმა: "რაც უფრო ძვირია შენი ვარცხნილობა, უფრო მეტად დაზოგავ თანხას ყოველდღიურ ვარცხნილობებზე", ეს აბსოლუტური სიმართლეა. კარგად შესრულებული ვარცხნილობა არ საჭიროებს დამატებით რაიმეს. დაიბან, გაიმშრალებ და მზად ხარ! თუკი ყოველ დილას დროს კარგავთ ვარცხნილობებზე, ესე იგი, ცუდად შეგაჭრეს თმა. აუცილებელია იპოვოთ თქვენი შესაფერისი სტილისტი და ვარცხნილობა პირველ რიგში.
3. ისინი ატარებენ წინამოს
- წინამო, ფაქტობრივად, ყველას უხდება. ის შესაძლოა სხვადასხვა სიგრძის, ტექსტურისა და ფორმის იყოს, თუმცა ყველა ვარცხნილობას სიმსუბუქეს და გლამურს მატებს. გამონაკლისი - ზედმეტად ვიწრო შუბლია, თუმცა ასეთი ტიპის სახე იშვიათია.
4. ისინი თმას იმშრალებენ თავდახრილ მდგომარეობაში
- არავითარი ბრაშინგი, არავითარი ცვილი მოცულობას არ შემატებს. ფრანგი გოგონები თავს ხრიან თმის გამშრალებისას. მთავარია, მშრალი ჰაერით დაასრულოთ გაშრობის პროცესი, იმისათვის, რომ მოცულობა შეუნარჩუნდეთ.
5. იმისათვის, რომ არ დაიმუხტოს თმა, ჩანთით სპრეის ატარებენ
- ჯანმრთელი თმაც კი იმუხტება. ამიტომ ნამდვილი ფრანგის ჩანთაში ყოველთვის იპოვით სპრეის, რომელიც მომენტალურად "ამშვიდებს" თმას. სხვათა შორის, ასეთი სპრეი თმას ბონუსად ბზინვარებას მატებს.
6. თავს იშვიათად იბანენ
- შეიძლება შოკში ხართ, მაგრამ ნამდვილი პარიზელი თმას კვირაში ერთხელ იბანს. მხედველობაში გვაქვს შამპუნი. უბრალოდ წყლით ყოველ ჯერზე შხაპის მიღებისას, სწორედ მაშინ შეგიძლიათ დაიტანოთ ბალზამი ან ნიღაბი. თავის კანის ცხიმი სწრაფად განიცდის ადაპტაციას და თმა აღარ გამოიყურება დატკეპნილად, სამაგიეროდ, რბილი, ფაფუკი და მოცულობითია.
7. თერმოგაშრობას არ მიმართავენ
- არცერთი ფრანგი არ გირჩევთ თმის ყოველდღიურად თერმო გამოშრობას. საშრობის გამოყენებისას უარი თქვით სავარცხელზე. შეეცადეთ, ჰაერზე გაშრეს თქვენი თმა, ასე უფრო ჯანსაღი იქნება.
8. მათ უყვართ თმის დავარცხნა
- თავის კანის მასაჟი, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და მიკროცირკულაცია კანის ძირებს ამაგრებს, სწრაფად ზრდის და ცვენას აფერხებს. სავარცხელი ფრანგებს სულ თან დააქვთ.
9. ისინი თმას იღებავენ
- თანამედროვე საღებავი არა მარტო თმას სასურველ ფერზე ღებავს, არამედ უვლის კიდეც. თითქმის ყველა ფრანგი სალონში ვიზიტისას შეღებვასა და შეჭრას მიმართავს, რაც თვეში ერთხელ მაინც გამოდის, შედეგად იმიჯიც მეტად სექსუალურობისკენ იცვლება.
წყარო: cosmo