მტვრევადი თმის ბოლოები, სიმშრალე და ბზინვარების დაკარგვა - ეს მხოლოდ რამდენიმე უკუეფექტია, რომელსაც მავნე ჩვევა იწვევს.
მოწევა - ეს არის მავნე ჩვევა, რომელიც მთელ ორგანიზმს ავნებს. თმაც არ არის გამონაკლისი. ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც კვამლშია, თმის საგრძნობლად დაზიანებას იწვევს.
მოწევა და ჰორმონები
- კვამლი არღვევს მიკროცირკულაციას: თმა კარგავს მკვებავ კომპონენტებს, რაც აისახება სიგრძეში ზრდის შეჩერებაზე. ასევე გავლენა აქვს ესტროგენის გამომუშავებაზე. შედეგად უფრო დიდი რაოდენობით გექნებათ თმის ცვენა, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. ასევე იწვევს დაბერების პროცესის დაჩქარებას. შედეგად თავის კანი გამოშრება და ატროფია იწყება, რაც პირდაპირ აისახება თმის ღერებზე.
მოწევა და ვიტამინები
- როგორც წესი, მწეველები განიცდიან С და Е ვიტამინების ნაკლებობას; ასევე - ანტიოქსიდანტების, რომელიც თმის სიჯანსაღის შენარჩუნებაში გვეხმარება. ამ ელემენტების უკმარისობა იწვევს კანის ცხიმიანობის ზრდას. თამბაქოში შემავალი ქიმიური ნივთიერებები კოლაგენის და ელასტინის სიმცირეს იწვევს, რომლებიც დერმისა და თმის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი.
როგორ მოქმედებს მოწევა თმის ფერზე
- თუკი ზემოთ ჩამოთვლილი მინუსები არ არის საკმარისი, გეტყვით, რომ პირველ რიგში, მოწევა ჭაღარის ნაადრევად გაჩენას იწვევს. საქმე იმაშია, რომ პიგმენტის - მელანინის წყალობით ხდება ფერის ცვლილება, რომელიც წარმოიქმნება სპეციალური კანის უჯრედების მელანოციტებისგან. თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა ნორმალურ მუშაობას ხელს უშლის და თმა შედეგად "კვდომას" იწყებს, რაც იწვევს ჭაღარას.
როგორ მოიქცეთ, თუკი არც ისე დიდი ხნის წინ დაანებეთ მოწევას თავი?
- თუკი მოწევას დაანებეთ თავი, თმის სიჯანსაღის აღსადგენად მიიღეთ პროდუქტები, რომლებიც გაჯერებულია С ვიტამინით, ხოლო თმა დაივარცხნეთ თავის იატაკისკენ დახრილ მდგომარეობაში.
წყარო:vogue