ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ სახის ნაოჭები და პიგმენტური ლაქები უფრო ასაკიანად აჩენს ყველას. მაგრამ არის რაღაცები, რისი გათვალისწინებითაც შეგიძლიათ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.
მკვლევარებმა საფრანგეთიდან და აშშ-დან დაადგინეს, რომ ადამიანები, ვინც თქვენი ასაკის გამოცნობას ცდილობენ, ყურადღებას აქცევენ კონტრასტებს თქვენს სახეზე: როგორ არის გამოკვეთილი თვალები, წარბები ან ტუჩები. ნათელი სახე იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი ახალგაზრდაა. ზოგი ბუნებრივადაა ასეთი, ზოგს კი ცოტაოდენი მაკიაჟის დახმარება სჭირდება.
სტატიაში გთავაზობთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორი მაკიაჟი და ვარცხნილობა გაიკეთოთ იმისთვის, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.
1. პატარა ბიბილოები
ბიბილო ყურის ის ნაწილია, რომელსაც ქალები ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე საყურეების ტარებისგან დაგრძელებული ბიბილო ქალს უფრო ასაკიანს აჩენს.
ბიბილოს ფორმის გასწორება შესაძლებელია ინიექციებით ან ლაზერული პროცედურებით, მაგრამ ეს რადიკალური მეთოდებია. უფრო მარტივია, თავიდანვე აიცილოთ ეს პრობლემა. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ყოველდღე და არ ატაროთ მძიმე საყურეები.
2. ბუნებრივი კანის ფერი
ნაოჭების დანახვა გარუჯულ კანზე უფრო მარტივია. ამიტომ ნუ გადააჭარბებთ. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ინტენსიურად.
3. ცოტა "დაუვარცხნელი" თმა
არაფერი აბერებს ქალს ისე, როგორც უნაკლოდ დავარცხნილი თმა, რომელზეც ყველა დეტალი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს. მხოლოდ იმ გოგონებს, რომლებსაც იდეალური სახის ფორმა და არაჩვეულებრივი კანი აქვთ, შეუძლიათ გარისკონ მსგავსი ვარცხნილობის ქონა. თუ გსურთ, რომ უფრო ახალგაზრდა გამოჩნდეთ, ზოგჯერ მაინც მიეცით თმას უფლება, იყოს "ურჩი", დადგეს ისე, როგორც თავად სურს, ჩანდეს ცოტა დაუვარცხნელი და არათანაბრად გაყოფილი.
4. ბუნებრივი თმის ფერი
ბუნებრივი თმის ფერი ხშირად ახალგაზრდობასთან ასოცირდება. ქალები ძალიან ქერა, ყვითელი ან არაბუნებრივად მუქი ფერის თმით უფრო ასაკიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
თუ თმის შეღებვას გადაწყვეტთ, სცადეთ, თქვენთვის ყველაზე შესაფერისი და ბუნებრივთან მიახლოებული ფერი აირჩიოთ. გაგრძელება