რჩევები

როგორ უნდა მოუაროთ კანს შემოდგომაზე

როგორ უნდა მოუაროთ კანს შემოდგომაზე
უკვე შემოდგომაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კანის მოვლის ყოველდღიური რუტინა სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ. შემოდგომა მშრალი სეზონია. კანს კი ეს სიმშრალე მალევე ეტყობა და ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად სპეციალური მოვლაა საჭირო.

ნახეთ, როგორ უნდა მოუაროთ კანს შემოდგომაზე


შეცვალეთ დამატენიანებელი


რადგან შემოდგომის მშრალი ამინდები ჩვენს კანზეც მოქმედებს, საჭიროა ამ სეზონისთვის სპეციალური, ძლიერი დამატენიანელი შეიძინოთ და კანის დატენიანება აქტიურად დაიწყოთ.

სცადეთ ზეთზე დამზადებუოლი სკრაბი


სახის სკრაბს ხომ ყველა ქალბატონი იყენებს, თუმცა საშემოდგომოდ ჯობს ზეთზე დამზადებული სკრაბი შეიძინოთ,
რადგან ზეთი სახის კანზე დარჩება და მეტად დაატენიანებს მას.



არ დაგავიწყდეთ ტონერი


ტონერი საშემოდგომოდ იდეალური საშუალებაა, რადგან დაბანის შემდეგ კანს მეტ ბზინვარებასა და სიჯანსაღეს შემატებს, რაც შემოგომაზე ნამდვილად გვჭირდება.

მზისგან დამცავი


სილამაზის სფეროში ერთი დაუწერელი კანონი არსებობს, სახლიდან მზისგან დამცავის გარეშე არასდროს გავდივართ. ალბათ ფიქრობთ, ახლა აცივდა, მზეც ისე აღარ აცხუნებს და მზისგან დამცავი რა საჭიროაო, თუმცა შემოდგომის მზემ არ მოგატყუოთ კანის გამოშრობა მასაც კარგად შეუძლია, ამიტომ SPF
30 თან მაინც იქონიეთ.

წყარო: www.liveabout.com
ბეჭდვა
e87a93