მალე ზამთარი მოვა და ქალბატონებს კიდევ ერთი საზრუნავი - თმის მოვლა დაემატებათ. ზამთარში, როგორც კანი, ასევე თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რადგან სიცივე და კლიმატის ცვლილება ძალიან მოქმედებს თმის სტრუქტურაზე.
ნახეთ, როგორ უნდა მოუაროთ თმას ზამთარში.
დაიხურეთ ქუდი
ალბათ, ფიქრობთ, ქუდი თმას როგორ უშველისო, თუმცა ცდებით, თმის სტრუქტურა ძლიერ სიცივეს ვერ უძლებს, ის შრება, სუსტდება და იფიტება. ქუდი კი ამ ყველაფრისგან დაგიცავთ. ამიტომ, საჭიროა გარეთ გასვლისას ქუდი დაიხუროთ.
არ აქვს მნიშვნელობა მატერიას, მთავარია, თმა ყინვისგან დაიცვათ და თმის ძირებამდე სიცივე არ მიიტანოთ.
ხშირად მოიჭერით ბოლოები
ზამთარში ორგანიზმს ვიტამინები და მინერალები აკლია, რადგან სეზონური ხილი და საკვები ხშირად არასაკმარისია, თმას კი ამ ყველაფერთან ერთად სიცივისგან მოყენებული ზარალიც ემატება. თუ გსურთ, რომ ყოველ ზამთარს თმა კარგად გამოიყურებოდეს, შეიჭერით და სიმსუბუქე შემატეთ თმას.
არ გახვიდეთ სველი თმით გარეთ
სველი თმით ზამთარში გარეთ გასვლა რომ ჯანმრთელობისთვის საშიშია, ყველამ იცის, თუმცა სველი ან ნოტიო თმა სიცივეში სიძლიერეს კარგავს, მარტივად მტვრევადი და დაზიანებადი ხდება, რის გამოც სხვა უამრავი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს.
გამოიყენეთ ძლიერი კონდიციონერი კვირაში ერთხელ
ძლიერი კონდიციონერი გამომშრალ თმას ენერგიას შემატებს. არ გეგონოთ, რომ თქვენს თმას მხოლოდ სიცივე აზიანებს. გამათბობლის ხელოვნური სითბო, გამომშრალი ჰაერი და ბევრი სხვა ფაქტორი ჩვენი თმის სისუსტეზე მოქმედებს ამიტომ კარგი კონდიციონერი აარჩიეთ თმისთვის.
შეარჩიეთ სასურველი თმის ნიღბები
ზამთარში თმას, კონდიციონერის გარდა, დამატებით ნიღბის გამოყენება არ აწყენდა და თან კვირაში ერთხელ კონდიციონერთან ერთად ნიღაბი უკეთეს შედეგამდე მიგიყვანთ.
წყარო: www.hairclub.com