სილამაზის ალქიმია: რომელ პროდუქტში ვეძებოთ ჩვენთვის აუცილებელი ვიტამინები?
სილამაზის ალქიმია: რომელ პროდუქტში ვეძებოთ ჩვენთვის აუცილებელი ვიტამინები?
სწორი კვება - მომხიბვლელობისა და მოხდენილობის საწინდარია. თუმცა ის ვარსკვლავებიც კი, რომელთა კვება პირადი დიეტოლოგებისა და მზარეულების დახმარებით მოწესრიგებულია, მაინც იღებენ სხვადასხვა ვიტამინის დანამატებს.

სპეციალისტების მტკიცებით, ვიტამინებითა და მინერალებით ყველაზე დაბალანსებული რაციონიც კი 30%-ით შევსებას საჭიროებს.

მაგალითად, იმისათვის, რომ D ვიტამინის დღიური ნორმა მივიღოთ, ყოველდღიურად უნდა ვსვათ 10 ლიტრი რძე, ხოლო იმისათვის, რომ A ან E ვიტამინების დღიური ნორმა მივიღოთ, დღეში უნდა შევჭამოთ 1,5 კილოგრამი სტაფილო ან მიწის თხილი. შესაბამისად, რაციონალური კვება შეუძლებელია "სილამაზისა და ჯანმრთელობის დამატებითი აბების" გარეშე.

მოდი, გავარკვიოთ, რომელი ვიტამინებია განსაკუთრებით აუცილებელი ქალის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის.

ძირითადი "ქალური" ვიტამინები

ვიტამინი E

ეს არის სუსტი სქესისთვის საჭირო პირველი ვიტამინი. ის ხელს უწყობს შვილოსნობას, იცავს კანს დაბერებისგან, რადგანაც ძლიერი ანტიოქსიდანტია.

სად ვეძებოთ: გოგრის თესლში, მზესუმზირაში, მცენარეულ ცხიმებში, მწვანილში, ხორბლეულში, სოიოში, ბროკოლში, საქონლის ღვიძლში, კვერცხში, რძეში, არაქისსა და ნუშში.

დეფიციტის ნიშნები: კანის სიმშრალე, მხედველობის დაქვეითება, ფრჩხილების მტვრევა, ლიბიდოს დაქვეითება და სხვა.

ვიტამინი A (რენიტოლი)

ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც სტიმულირებას უკეთებს ახალი უჯრედების განვითარებას, მარტივად რომ ვთქვათ, აახალგაზრდავებს კანს. მნიშვნელოვანია მხედველობისთვის, ძვლებისთვის, ფრჩხილებისა და თმისთვის, აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ასაკობრივ პიგმენტაციას.

სად ვეძებოთ: ვიტამინი A - რძის პროდუქტებში, კვერცხში, წითელ ხიზილალასა და ღორის ღვიძლშია; პროვიტამინი A - მწვანილში, ბოსტნეულსა და ყვითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში.

დეფიციტის ნიშნები: სიმშრალე და აქერცვლა, კანის გაუხეშება და სხვა.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)

აუცილებელია კოლაგენის ფორმირებისთვის, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობისთვის, სისხლძარღვების, ღრძილების, კბილებისა და ძვლების სიძლიერისთვის.

აუმჯობესებს კანის ფერს, ხელს უწყობს რკინის შეთვისებას, მოქმედებს, როგორც ანტიალერგენი და ანტიკანცეროგენი.

სად ვეძებოთ: ასკილში, ციტრუსში, მწვანე ბოსტნეულში, პომიდორში, წითელ ტკბილ წიწაკაში, ყვავილოვან კომბოსტოში, ყაბაყში, კენკრაში (შავი მოცხარი, ქაცვი), კომბოსტოში.

დეფიციტის ნიშნები: კანის სიმშრალე და უფერულობა, მტვრევადი ფრჩხილები, საერთო სისუსტე და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი...

ვიტამინები B ჯგუფიდან

ყოველდღიური must have - ვიტამინი B1, B2, B3 (იგივე ვიტამინი PP), B6 (პირიდოქსინი), B9 (ფოლიუმის მჟავა) და B12 (ციანოკობალამინი). ეს ვიტამინები ხელს უშლის სტრესის წარმოქმნას, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს, ხელს უშლის ადრეულ გაჭაღარავებას, აჯანსაღებს კანის ფერს და ელასტიკურს ხდის მას, აძლიერებს იმუნიტეტს, ნერვულ და სისხლძარღვოვან სისტემას.

სად ვეძებოთ: მშრალ საფუარში, მანანის ბურღულში, არაქისში, ღორის ხორცში, საქონლის ხორცში, ღვიძლში, თევზში, სოკოში, კვერცხში, სტაფილოში, კომბოსტოში, ბროკოლში, ტომატში, წიწაკაში, ბოლოკში, გოგრაში, ნესვში, ატამში, ავოკადოში, ბანანში, მარცვლეულში, მცენარეულ ცხიმში, რძესა და რძის ნაწარმში.

დეფიციტის ნიშნები:
უძილობა, აპათია, ხშირი სტრესი, გაღიზიანება, მეხსიერების ჩავარდნები, იმუნიტეტის დაქვეითება, ქერტლი, თმისცვენა და სხვა...

ვიტამინი D

"მზის" ვიტამინი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის, კანის სილამაზისთვის, თმისცვენის პროფილაქტიკისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს მიკრონუტრიენტი გამომუშავდება ულტრაიისფერის ზემოქმედებით. ამიტომაც D ვიტამინის მისაღებად საკმარისია 10-წუთიანი ყოველდღიური მზის აბაზანები.

სად ვეძებოთ: თევზის ქონში, ზეითუნის ზეთში, რძეში, კვერცხის გულში, ზუთხში.

დეფიციტის ნიშნები: თმის მალე გაცხიმიანება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, მხედველობის დაქვეითება, წვა
ყელში და სხვა...

ვიტამინი K


ამაღლებს კანისა და სისხლძარღვების ტონუსს, ებრძვის კანის ჰიპერპიგმენტაციას (ათეთრებს კანს), მნიშვნელოვანია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის, თირკმლის ნორმალური მუშაობისთვის.

სად ვეძებოთ: მწვანე ბოსტნეულში, ზეთისხილში, ტკბილ წიწაკაში, ჭინჭარში, სტაფილოში, პომიდორში, კარტოფილში.

დეფიციტის ნიშნები: სიშავეები თვალების ქვეშ, ცხვირიდან სისხლდენა და სხვა...

ვიტამინი F

ზრუნავს კანისა და თმის ჯანრთელობაზე (ნორმაში მოჰყავს ლიპიდური ცვლა, აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციასა და კვებას), დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის წვას, ანუ ხელს უწყობს წონაში დაკლებას, პასუხს აგებს რეპროდუქციული ფუნქციის სწორად მუშაობაზე.

სად ვეძებოთ: მცენარეულ ცხიმში, მზესუმზირაში, თევზის ქონში, ავოკადოში.

დეფიციტის ნიშნები: სუსტი, მტვრევადი თმა, ნაადრევი ჭაღარა, მშრალი კანი.

ვიტამინი N (ბიოტინი)

ბიოტინი აუცილებელია კუჭის, იმუნური სისტემისა და თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის.

სად ვეძებოთ: ყვავილოვან კომბოსტოში, მწვანე ხახვში, ლობიოში, სოიოში, მწვანე ბარდაში, კარტოფილში, ღვიძლსა და თირკმელში, კვერცხის გულში, რძის პროდუქტებში, ლუდის საფუარში.

დეფიციტის ნიშნები: აწეული შაქარი და ქოლესტერინი სისხლში, ფერმკრთალი სახის კანი, კანის სიმშრალე და აქერცვლა, უძილობა, უმადობა, დეპრესია, გადაღლილობა, ნევროზი, სახსრების ტკივილი და სხვა…
კომენტარები (2)
ანანო
მართლაც რომ გმადლობთ,,აუცილებლად გავითვალისწინებ ამ რჩევებს))
თეონა
დიდი მადლობა ამ შესანიშნავი რჩევისთვის
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
დაივიწყეთ ბოტოქსი: იმისათვის, რომ დაიბრუნოთ 10 წლის წინანდელი სახე, დაგჭირდებათ მხოლოდ კვერცხის ცილა!
16:31 / 17-10-2017
შეგიძლიათ, დახარჯოთ მთელი ქონება ძვირად ღირებულ კრემებსა და პროცედურებზე, ნაოჭების გასასწორებლად, მაგრამ არსებობს უმარტივესი საშუალება, რომელსაც ანალოგიური ეფექტი აქვს და უიაფესია, აცხადებს Yo Amo Los Zapatos. ეს საშუალება კი ჩვეულებრივი კვერცხის ცილაა.
10 რჩევა ქალებისგან, რომლებიც არასოდეს არიან დიეტაზე
14:18 / 16-10-2017
შენ მას იცნობ: იცი, რომ ჭამს ხშირად ნაყინს; ისიც იცი, რომ ყოველთვის სალათას არ უკვეთავს რესტორანში; ერთი სიტყვით, თავს არაფრით იზღუდავს. გაინტერესებს, რატომ არ სჭირდება მას დიეტა? მას თავისი საიდუმლოებები აქვს და აი, ისინიც:
კოსმეტიკა სამზარეულოდან: 6 სუპერრეცეპტი
11:12 / 16-10-2017
კანისა და თმის მოვლა ჩვეულებრივი პროდუქტების მეშვეობით არის შესაძლებელი. მაგალითად, თაფლისა და მანანის ბურღულის დახმარებით.
ვაშლის ძმარი დაბერების წინააღმდეგ: 5 ძალიან საჭირო რჩევა, რომელიც არ იცოდი
10:39 / 16-10-2017
ამ ხელმისაწვდომ და იაფ საშუალებას სხვადასხვა მიზნისთვის ხშირად იყენებენ: სახლის დალაგებიდან დაწყებული, დიეტით დამთავრებული, მაგრამ ჩვენ სრულიად ახალი მეთოდები უნდა გაგიმხილოთ.
დაივიწყეთ ქერტლი, როგორც საშინელი სიზმარი!  4 ყველაზე ეფექტური საშუალება
10:29 / 16-10-2017
ქერტლი და თმის ცვენა ყველაზე გავრცელებული პრობლემებია, ის დისკომფორტს უქმნის ადამიანს და ახალ კომპლექსებსაც აჩენს. მაგრამ ნუ იჩქარებთ ფულის ძვირად ღირებულ პრეპარატებში გადაყრას, საშინაო საშუალებები დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებაში.
10 რჩევა, რომ დილით ადრე ადგომა არ გაგიჭირდეთ
14:00 / 15-10-2017
აი, როგორ იქცევიან „დილის ადამიანები“ იმისთვის, რომ მთელი დღის გნმავლობაში ფხიზლად იყვნენ.
სილამაზის 27 პროფესიონალური ხრიკი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
12:55 / 09-10-2017
ყველა ქალს აქვს სილამაზის თავისი პატარ-პატარა საიდუმლოებები. როგორ მოვიქცეთ, როცა თვალის უპეები ჩაშავებული გვაქვს? როგორ დავიყენოთ სწორად თმა ისე, რომ წვეულების ბოლოსაც შეუდარებლად გამოვიყურებოდეთ? როგორ გავიკეთოთ შინ იდეალური მანიკიური?
10 თვისება, რომელიც სწრაფად გვაბერებს
11:54 / 06-10-2017
ზოგი თვისება წლებს გვმატებს. გადახედეთ პროდუქტებს, რომლებსაც მიირთმევთ; პოზას, რომელშიც გძინავთ; ყოველდღიურ ჩვეულებებს...
მას შემდეგ, რაც ეს ნიღაბი გავიკეთე, ჩემი შვილის ბებია აღარავის ვგონივარ...
12:45 / 05-10-2017
ამბობენ, ნაოჭები ქალს უხდებაო, თუმცა ვისაც 2 წლის შვილი ჰყავს, ყოველი ზედმეტი ხაზი ასაკს უსასრულოდ მატებს და მხოლოდ უხერხულ კითხვაზე პასუხის გაცემას აიძულებს...
2017 წლის შემოდგომის მაკიაჟის მასტერკლასი ჟურნალისტ ეკა მელიქიძისგან
10:32 / 29-09-2017
შემოდგომა ძალიან სწრაფად შევიდა ძალაში და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვეგუებით უცებ შეცვლილ კლიმატს, მაინც გვიწევს შევცვალოთ გარდერობი და მაკიაჟიც კი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31