- სქელი ქსოვილები

შეეცადეთ აირჩიოთ მკვრივი ფორმის ქსოვილებისგან დამზადებული ტანსაცმელი. ისინი ხელს უწყობენ ფიგურის ნაკლოვანებების კარგად დამალვას.
- ოდნავ თავისუფალი ტანსაცმელი

უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ ტანსაცმელს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ეს დიდი ზომის სამოსი. საკმარისია, რომ ტანსაცმელი უბრალოდ მჭიდროდ არ ეკვროდეს სხეულს.
- შარვალი ნორმალური, ან მაღალი წელის მქონე

ასეთ შარვალში მუცელი არ "გამოვარდება". გარ
- ფენები

ასეთი სამოსი დაგეხმარებათ თქვენი მუცლის ოსტატურად დამალვაში. მრავალშრიანი იერის შექმნისას ნუ დააკავშირებთ ოთხზე მეტ ელემენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში იდეა დაიკარგება ტანსაცმლის სიჭარბის გამო.
- დიდი ზომის პერანგი

სტილისტები გირჩევენ ჩაიცვათ თავისუფალი სტილის პერანგები, საშუალო სიგრძის ან უფრო გრძელი.
- მოდურად ჩაიცვი სვიტერი

სვიტერის მცირე ნაწილი წინა მხარეს შეგიძლიათ ჩაიტანოთ შარვალში და დანარჩენი ამოტანებული დატოვოთ. ეს შექმნის ოდნავ დაუდევარ სილუეტს.
- ჰუდი

ჰუდი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული სამოსია. მისი ტარება შესაძლებელია ყოველდღე, რადგან უხდება თითქმის ნებისმიერ ტანსაცმელს.
წყარო: takprosto