რჩევები

როგორ მოვიქცეთ, რომ მაკიაჟი პირბადეზე არ გადავიდეს - რჩევები ექსპერტებისგან

როგორ მოვიქცეთ, რომ მაკიაჟი პირბადეზე არ გადავიდეს - რჩევები ექსპერტებისგან
პანდემიამ თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში ბევრი ცვლილება შემოიტანა. ახლა ხომ პირბადის გარეშე ვერსად გავდივართ და მიუხედავად სასიკეთო თვისებებისა, სამწუხაროდ, ეს საჭირო აქსესუარი სირთულეებსაც წარმოქმნის.

მაგალითად, პირბადის ტარებისას რთულია შეინარჩუნოთ მაკიაჟი ისეთად, როგორიც მის გაკეთებამდე იყო. 2-3 საათი საკმარისია, რომ ტონალური კრემი და ტუჩსაცხიც ურცხვად მიეწებება ნიღაბზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მუდმივ ჩახუთულობაზე, რაც კანს ხშირად ანთებითი პროცესისკენაც უბიძგებს.



ბაზა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია მაკიაჟი შევინარჩუნოთ - შეიცავს სილიკონს და პირბადის ქვეშ მგრძნობიარე კანისთვის საფრთხესაც წარმოადგენს.

როგორ მოვიქცეთ?
პასუხი მარტივია: უნდა გამოიყენოთ წყლის ბაზაზე დამზადებული პროდუქცია, არ უნდა ჰქონდეს ათასგვარი უცნაური დანამატი; ასევე, ორიენტირდით ფხვიერ პუდრებზე, BB და CC კრემებზე.

არ გირჩევთ, რომ მთელი დღის განმავლობაში, კანზე პირბადის ქვეშ, მძიმე ტონალური კრემი გქონდეთ დატანილი.

ერთ ხრიკს გაგანდობთ მაკიაჟის ექსპერტებისგან: შეგიძლიათ ტონალური კრემი წაისვათ მხოლოდ პირბადის გარშემო და არა მთელ სახეზე. თუ მაინც გადაწყვეტთ მის გამოყენებას, გირჩევთ, რომ ტონალურ კრემზე დაიტანოთ ფხვიერი პუდრა, რომ დიდხანს გაძლოს და პირბადეზე არ გადავიდეს.



და რაც შეეხება ტუჩსაცხებს?

  1. დროებით გვერდზე გადადეთ ცხიმოვანი ტუჩსაცხები, ასევე - წებოვანი და პრიალაც.
  2. გარეთ გასვლის დროს სჯობს წაისვათ ტუჩის ფანქრები და მსუბუქი ტუჩსაცხები, რომელსაც ფუნჯით დაიტანთ. ვგულისხმობთ იმ ტუჩსაცხებს, რომლებიც ადვილად არ გადადის.
  3. რაც შეეხება ლაქებს, იმისთვის, რომ პირბადეს არ მიეცხოს, ნაზად წაისვით, შემდეგ დაელოდეთ 1-2 წუთი და პროდუქტი ქაღალდის ხელსახოცით ოდნავ მოიშორეთ.
  4. ნუ დაივიწყებთ სამკურნალო ტუჩსაცხებსაც, რომლებიც თქვენს ტუჩებს არბილებს.


რაზე გავაკეთოთ აქცენტი, როცა საქმე მაკიაჟს ეხება და თან პირბადის ტარება გვიწევს?

რა თქმა უნდა, თვალებზე! მათ, ვინც მთელი დღის განმავლობაში ნიღაბს ატარებს, ურჩევენ, რომ თვალები მაქსიმალურად გამოკვეთონ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბი სამედიცინოა და არა ნათელი დიზაინის.
  • თვალის ჩრდილის გამოყენება დამოკიდებულია სამუშაოს ხასიათზეც, მაგრამ მოცულობითი წამწამები სამედიცინო ნიღბის გაცვეთილი ლურჯი ან თეთრი მასალის ფონზე ნამდვილად ლამაზად გამოიყურება.
  • თუ შესაძლებელია, თვალები ფანქრით ან თვალის ლაინერით გაახალისეთ.
  • კიდევ ერთი თვალსაჩინო ადგილია წარბები. ეცადეთ, წარბები ჩრდილებით გამოკვეთოთ, ფანქრით ან სპეციალური ფხვნილით.
წარმატებებს გისურვებთ!



წყარო: takprosto

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93