რჩევები

რას აკეთებს ყოველდღე გოგონა, რომელიც 39 წლის ასაკში თინეიჯერივით გამოიყურება!

რას აკეთებს ყოველდღე გოგონა, რომელიც 39 წლის ასაკში თინეიჯერივით გამოიყურება!
ყველა ქალს სურს, იცოდეს, როგორ უნდა შეინარჩუნოს სილამაზე და ახალგაზრდული იერი.

ალბათ, თქვენთვისაც გასაკვირია იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც წლების გასვლის მიუხედავად თითქმის არ შეცვლილან.

დღეს ჩვენ გვინდა, რომ მკითხველს გავაცნოთ სწორედ ასეთი გოგონა. როგორც ჩანს, მან ნამდვილად იცის რამდენიმე საიდუმლო, რაც ახალგაზრდობის გახანგრძლივებას ეხება.


როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე

ჩვენს დღევანდელ გმირს- ჯულია ჰქვია. ის ბლოგერია, აქვს „TikTok-იც“ და „ინსტაგრამზე თავის აუდიტორიას სასარგებლო რჩევებს უზიარებს.

ჯულია 39 წლისაა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მას პირველად ხედავენ, ამბობენ, რომ 20-25 წლის
ეგონათ. ეს სულაც არ არის ელემენტარული ზრდილობის საკითხი, რადგან კომპლიმენტი რეალობას შეესაბამება.

ჯულია ასაკს არ მალავს, ის ამაზე თითქმის ყველა ვიდეოში იუმორით ამახვილებს ყურადღებას.



რა არის მისი საიდუმლო?

რაც შეეხება პირად საიდუმლოებებს, პირველ რიგში აღნიშნავს იუმორის გრძნობის არსებობის შესახებ.
დარწმუნებულია, რომ მისი მხიარულება და ცხოვრებისეული ოპტიმისტური ხედვა, საუკეთესოდ ეხმარება გარეგნობის შენარჩუნებაში. მაგრამ, ცხადია, ეს ერთადერთი საიდუმლო არ არის.

ჯულიას უსაზღვროდ უყვარს საკუთარი თავი.

როგორც თავად ამბობს, ეს ზოგჯერ ხელს უშლის სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ყველას არ შეუძლია შეეგუოს ადამიანს, რომელიც პირველ რიგში მუდამ თავის სურვილებს ისრულებს და სხვაზე მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობს. თუ თქვენ მუდმივად ზრუნავთ სხვებზე და თქვენი თავი გავიწყდებათ, მაშინ საუკეთესო შედეგი შეიძლება არც გქონდეთ. ეს უკვე პრიორიტეტების საკითხია.


მნიშვნელოვანია ისიც, როგორი ხალხი ტრიალებს თქვენს გარშემო.

  • " თქვენს სამეგობროში მყოფი მშვენიერი ადამიანები ყოველთვის დაგეხმარებიან, რომ კარგ ხასიათზე იმყოფებოდეთ და ეს ახალგაზრდავებს". - ამბობს ბლოგერი.
  • ასევე დარწმუნებულია, რომ კლიშეები, რომელშიც საზოგადოება გვაქცევს, ჩვენზე ცუდად მოქმედებს. თუ სხვის წესებს მიჰყვებით, თქვენს თამაშს გამოეთიშებით.
  • ამიტომ, გოგონა ყოველთვის იღებს გამოწვევას. იცვამს ისე, როგორც მას სურს და არა ისე, როგორც ვინმე სხვას უნდა. აწარმოებს ბლოგს, სადაც არ ეშინია საკუთარ თავზე დეტალურად მოყოლის.
  • აღიარებს, რომ უყვარს როგორც საკუთარი თავი, ასევე თავისი ნაკლოვანებები.

  • ეს 39 წლის ახალგაზრდა ქალბატონი, ასევე ირწმუნება, რომ მუდმივად იმის გაკეთება, რაც მას უყვარს, სწორედ ისაა- რის გარეშეც შეუძლებელია ახალგაზრდული სხეული და სული გქონდეთ.
ის შთაგვაგონებს, რომ რაც გვსურს ვაკეთოთ ახლა და სხვა დროისთვის არ გადავდოთ!

ჯულიას „ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი წესები“ საკმაოდ მარტივია და მათი შესრულებაც ადვილია.

დიახ, ის ყოველდღე იღიმის და აკეთებს იმას, რაც სურს.

და თუ უფრო მეტი რჩევის მიღება გსურთ სილამაზის შესახებ, ესტუმრეთ მის გვერდს, სოციალურ ქსელში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93