რჩევები

როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი 2021 წელს

როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი 2021 წელს
მაკიაჟის წასმის სტილი, ფერები და პალეტები ყოველ წელს იცვლება. თუ წინა წელს სქელი ლაინერი, ბევრი ჰაილაითერი და მკვთრი ფერები უგემოვნო სტილი იყო, მომდევნო წლისთვის ყველაფერი იცვლება და მაკიაჟისა და სილამაზის სფეროში ინოვაციები შემოდის.

ნახეთ, როგორ უნდა გაიკეთოთ მაკიაჟი 2021 წელს


სქელად წასმული ლაინერი



2021 წელს მოდაში სქლად წასმული ლაინერი იქნება და არ გაგიკვირდეთ, თუ ამ სტილის მაკიაჟს სადმე შეამჩნევთ. არ შეუშინდეთ შავ ფერს და სისქე სურვილის მიხედვით შეარჩიეთ.

ფერადი ტუში



მაკიაჟში ფერები შემოგვემატა და 2021
წელს რაც შეიძლება მეტი ფერადი ტუში შეიძინეთ. წაისვით ლურჯი, ჟოლოსფერი, ოქროსფერი ტუში და თქვენს ჩაცმულობას კიდევ ერთი ფერი შემატეთ.

მკვეთრი ტუჩსაცხი



2021 წლის კიდევ ერთი საინტერესო ტრენდი მკვეთრი და ხანგრძლივი მოქმედების ტუჩსაცხია. წელს სილამაზის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ 2021-ში წითელი, შინდისფერი, იასამნისფერი და ყავისფერი, მკვეთრი ფერები მოდაში იქნება.

ბუნებრივი კანი



რაც უფრო დრო გადის, მძიმე მაკიაჟი მით უფრო უგემოვნო ხდება. 2021 წელი თავისუფლების წელია და როგორც ამბობენ, წელს უმაკიაჟოდ სიარული, ნატურალური სილამაზე ყველაზე მოდური იქნება.

ფერადი თვალის ჩრდილები



2021 წელს მაკიაჟის გაკეთებისას გაითვალისწინეთ, რომ ფერადი თვალის ჩრდილები და ბრჭყვიალები მოდაშია. ასე რომ, მკვეთრ ფერებს არ მოერიდოთ. პირიქით, ფერების  აფეთქებაზე იფიქრეთ.

წყარო: www.whowhatwear.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93