რჩევები

რატომ უნდა შეიჭრათ ზამთარში თმა

რატომ უნდა შეიჭრათ ზამთარში თმა
აქტუალური ვარცხნილობა ზამთრისთვის სტორმი ბრის ინსპირაციით
That Boy Christian Cahill - CAST - Wattpad
"მის ამერიკა 2009"-მ, მომღერალმა, მოდელმა და მსახიობმა სტორმი ბრი-ჰენლიმ თავის გამომწერებს ახალი ვარცხნილობის ფოტო გაუზიარა. ვინაიდან მოდელზე ყველა გრძელ თმას იყო შეჩვეული, სტორმის თამამი ნაბიჯი მოკლე ვარცხნილობით ნამდვილი სიახლე იყო.
განვიხილოთ, რატომ აღმოჩნდა მოკლე ვარცხნილობა ზამთრის სეზონისთვის საუკეთესო ვარიანტი.

საქმე იმაშია, რომ თმა ზამთარში განსაკუთრებულ სტრესს განიცდის, რაც აღიარებული ფაქტია. უფრო მშრალი ხდება შენობაში არსებული გამათბობლების შედეგად და თმის საშრობის გამოყენების შემდგომ. რა თქმა უნდა, სველი თმით გარეთ გასვლა
თავიდან უნდა ავირიდოთ. შედეგად, ქუდში ვმალავთ თმებს, მექანიკურად თმის სრესვა ქუდის ტარების დროს კი ღერების ტრავმირებას იწვევს, რის გამოც სახეზეა მტვრევადი და სუსტი თმა.
Picture of Zoe Kravitz
ის მოსაზრება, რომ ცივ პერიოდში ორგანიზმი ნაკლებ საჭირო ვიტამინს იღებს, რის გამოც თმა ნელა იზრდება - აბსოლუტური მითია, თმის ზრდას სეზონი ნამდვილად არ განაპირობებს. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ შეიჭრათ მკვდარი და უსიცოცხლო ღერები განახლებული და ჯანსაღი თმის მისაღებად.
tumblr_inline_mgswcb9aHZ1rt2432.gif (490×276) | Emma watson short hair, Short  hair styles, Emma watson
თუკი მოკლე ვარცხნილობები სტორმის მსგავსად თქვენი სტილი ნაკლებად არის, სხვა ცნობილი გოგონების მოკლე ვარცხნილობები დაათვალიერეთ, 2020-ში ბევრი დაემშვიდობა გრძელ თმას და უპირატესობა მოკლე მოდურ ვარიაციებს მიანიჭა. ცნობილებს შორის ზოი კრავიცი, კამილა კაბელიო, სანდრა ბალოკი და კაია გერბერია. ვარსკვლავურ გოგონებს არც ლილი ჯეიმსი ჩამორჩა და თამამად დაემშვიდობა საფირმო გრძელ თმას. ასე რომ, ინსპირაციისთვის ბევრი ლამაზმანი გყავთ, თქვენ კი დროა, ახალ წელს სიახლეებით შეეგებოთ.
GIF 2015 amazing celebs - animated GIF on GIFER
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93