გრძელი წინამოს მოვლის სწორი ტექნიკა
ყველა ჩვენგანს მოსწონს სალონში ვიზიტის შემდეგ საკუთარი თმა, თუმცა სახლში დამოუკიდებლად გამეორებისას იდენტურ შედეგს ვერ ვიღებთ. არადა, თითქოს იმავე საშუალებებს ვიყენებთ, რასაც სალონში. რაში მდგომარეობს პროფესიონალების ჯადოქრობა?
„წინამო უნივერსალური ელემენტია მთელ ვარცხნილობაში, რომელიც ნებისმიერი სახის ფორმის მქონე გოგონას უხდება. შეგიძლიათ მოცულობითი, გრძელი ან მოკლე წინამო ატაროთ“ - ამტკიცებენ სტილისტები.
მოსამზადებელი ეტაპი
- შამპუნი და კონდიციონერი თმის მიხედვით შეარჩიეთ. განსაკუთრებული დასაბანი საშუალებები ცალკე წინამოსთვის ნამდვილად არ არსებობს.
ვარცხნილობა
- მოხსენით თმის საშრობს სპეციალური თავი და მაქსიმალურ ტემპერატურაზე საშუალო სიძლიერეზე გადაიყვანეთ, გაიმშრალეთ თმა 80%-ით. შემდგომ სპეციალური ჯაგრისის მეშვეობით მოცულობა შექმენით.
- საშუალო დიამეტრის მქონე ბრაშინგის მეშვეობით ვიზუალურად დაყავით წინამო სამ ნაწილად. დააფიქსირეთ ვარცხნილობა წინამოზე, გაიმშრალეთ თმა მაქსიმალურ სიძლიერეზე, ერთი მიმართულებით. შემდგომ შეცვალეთ ბრაშინგის მიმართულება და დაამუშავეთ შუა ნაწილი. მთავარია, ბოლომდე არ გააშროთ თმა.
დამასრულებელი ეტაპი ბოლოების დაფიქსირებაა.
- მოათავსეთ ბრაშინგი წინამოს ზემოთ, აკურატულად ჩამოივარცხნეთ სახის ოვალთან არსებული ორმოები.
- დავარცხნის დროს აღარ შეცვალოთ თმის მიმართულება.
- ბოლოს სამ ნაწილად დაყოფილი წინამო შეაერთეთ და გადაივარცხნეთ სახიდან თავისკენ.
- დააფიქსირეთ სპრეის მეშვეობით იმისათვის, რომ მალე მიიღოთ სასურველი ეფექტი.