რჩევები

როგორ გავრეცხოთ სავარცხელი სწორად ზედმეტი ბაქტერიების გასაქრობად

როგორ გავრეცხოთ  სავარცხელი სწორად ზედმეტი ბაქტერიების გასაქრობად
რაზეა დამოკიდებული თქვენი თმების ჯანმრთელობა სინამდვილეში
თმის ჯანმრთელობა და სილამაზე არა მარტო ცხოვრების წესზე, კვების რაციონსა და შამპუნის ხარისხზე, არამედ საყვარელი სავარცხლის სისუფთავეზეც არის დამოკიდებული. მკაცრი რეკომენდაციები სავარცხლის არჩევაში ნამდვილად არ გაქვთ. სამაგიეროდ, არსებობს რამდენიმე რჩევა, თუ როგორ მოუაროთ სწორად.
Hydrating Hair Oil - Crown Affair

რატომ უნდა გარეცხოთ სავარცხელი?

  • შეკითხვა რიტორიკულია, თუმცა მასზე კომენტარის გაკეთება აუცილებელია. სავარცხელს ვიყენებთ ყოველდღიურად. შესაბამისად, მასზე ათასობით ბაქტერია გროვდება, კანის ცხიმი, რომელიც რჩება სავარცხლის კბილანებზე, მტვერი და სთალინგ-საშუალებები. ამ ყველაფერს შეუძლია ნეგატიურად აისახოს თქვენს კანზე, გამოიწვიოს
    სიწითლე, გაღიზიანება. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი უსიამოვნებები, აუცილებელია დაიცვათ ჰიგიენური წესები სავარცხელთან მიმართებაში.

How to Clean your Tangle Teezer | Tips & Tricks | Inspiration | Discover |  Tangle Teezer

რამდენად ხშირად უნდა გავრეცხოთ?

  • დაიცავით წესი: რაც უფრო ხშირად, უფრო უკეთესია. სპეციალისტები რეკომენდაციას გასცემენ სავარცხლის კვირაში ერთხელ გარეცხვაზე, ხოლო კვირაში ორჯერ - თუკი სთაილინგ-საშუალებებს იყენებთ ხშირად. ძველი სავარცხლის შეცვლა ახლით რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ვინაიდან 12 თვის განმავლობაში მასზე ბევრი სხვადასხვა ტიპის ბაქტერია გროვდება, რომელიც რეცხვის შედეგადაც არ მოსცილდება; მეორე მხრივ კი, კბილანები ცვდება და ჩნდება მიკრობზარები, რაც თავის კანს აზიანებს და თმის ღერის სტრუქტურას არღვევს.

Your Hair Struggles Are Over Thanks To This Magical Hot Air Brush

საპნით და წყლით

  • მანამ, სანამ გარეცხავთ სავარცხელს, გაწმინდეთ დაგროვილი თმა. შემდეგ მოათავსეთ საპნიან ჯამში და დატოვეთ რამდენიმე წუთით. სტილისტები გვირჩევენ ჩვეულებრივი შამპუნის დამატებას, რაც ასევე მისაღებია. რაც უფრო ბლანტია ხსნარი, უკეთ წმენდს სავარცხელს და სასიამოვნო არომატიც რჩება. შემდგომ სავარცხელი ამოიღეთ ჯამიდან და კარგად გარეცხეთ, აცადეთ გაშრობა.
ასეთი დეზინფექციის მეთოდი უხდება ყველა ტიპის სავარცხელს: არ აქვს მნიშვნელობა, ხის იქნება თუ პლასტმასის. უბრალოდ, ხის სავარცხელი მალე რომ არ გაფუჭდეს, დიდი ხნით არ ჩადოთ წყალში.
Fuck Yeah Reactions

სოდის მეშვეობით

  • საპნის ხსნარი შეგიძლიათ სოდით ჩაანაცვლოთ. გახსენით 5 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა 1 ლიტრ წყალში, გააჩერეთ სავარცხელი მთელი ღამით, ხოლო დილით გარეცხეთ. სოდა მშვენივრად აცილებს კანის ცხიმს სავარცხელს და ასუფთავებს ზედმეტი ბაქტერიებისგან.

How to Blow Out Your Hair at Home in 5 Easy Steps - Blow Out Hair Tips

თეთრი ძმრით

  • ძმარი თმას ბზინვარებას მატებს. ამასთანავე,  სავარცხლის სადეზინფექციოდ აქტიურად გამოიყენება, აშორებს მტვერს და კანის ცხიმს. დატოვეთ სავარცხელი ხსნარში რამდენიმე საათით, პროცედურის შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ წყლით.

Round Two Agency

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93