რჩევები

წონაში სწრაფად კლება დიეტის გარეშე: 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიძინოთ შიშველმა

წონაში სწრაფად კლება დიეტის გარეშე: 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიძინოთ შიშველმა
რა მნიშვნელობა აქვს საღამურის გარეშე ძილს და როგორ აისახება სხეულზე სინამდვილეში? ჩაინიშნეთ ექიმების, მეცნიერებისა და მკვლევარების რეკომენდაციები.
megan fox uploaded by duda on We Heart It

#1. ბოლოს და ბოლოს კარგად გამოძინება გარანტირებულია

  • ამერიკული ძილის აკადემიის მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგად დადგინდა: როცა ღრმა ძილის ფაზაში გადადიხართ, თქვენი სხეულის ტემპერატურა იკლებს. ეს პროცესი დაკავშირებულია მელატონინის გამოყოფასა და ზრდის ჰორმონებთან. თუკი საღამურით გძინავთ, მაშინ სხეული თბილად არის, რაც ხელს უშლის ამ ჰორმონების ეფექტურ გამოყენებას და ირღვევა ძილის ციკლი. თუკი დროულად არ გაგრილდებით საწოლშივე, მაშინ აუცილებლად გაგეღვიძებათ და
    უძილობაც გარანტირებული იქნება. დაიძინეთ შიშველმა და მიეცით სხეულს გაგრილების საშუალება.

Animated gif about gif in Amour by Hope36910 on We Heart It

#2. ინტიმური ორგანოების ჯანმრთელობის დაცვა გარანტირებულია

  • ნიკოლ პრაუსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკლვევარი ლოს-ანჯელესიდან ამტკიცებს, რომ შიშველი ძილი "ქალური ბედნიერების" ტოლფასია. "სათბურის ეფექტი" ხშირად ბაქტერიების გავრცელების იდეალური პირობაა და სასქესო ორგანოებზე სოკოსაც იწვევს. იმისათვის, რომ ვაგინალური ფლორა ნორმის ფარგლებში დარჩეს, აუცილებელია ინტიმური ზონა მშრალ მდგომარეობაში დარჩეს და ჰაერთან თავისუფალი "წვდომა" გააჩნდეს. ასევე, ექიმების რჩევით, შიშველი ძილი სპერმის ხარისხს აუმჯობესებს.

Animated gif about love in relationship goals by Lubarona

#3. თქვენი სექსი უფრო უკეთეს და ხშირ სახეს იღებს

  • ვინაიდან პარტნიორზეც ჩამოვარდა საუბარი, იმის გარდა, რომ მარტივი და სწრაფი წვდომა სხეულზე გარანტირებულია, კანის კანთან კონტაქტი ოქსიტოცინის დიდი რაოდენობის გამომუშავებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით, თუკი ერთმანეთს ეხუტებით. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ზედმეტის სხეულიდან მოცილების შედეგად საკუთარ თავს ინტიმური სიახლოვისკენ ვუბიძგებთ, უფრო თავდაჯერებულებად და სექსუალურად ვგრძნობთ თავს, რაც დაგვეხმარება საუკეთესო ორგაზმის განცდაში. ამასთანავე, შიშველი ძილი დილით სიყვარულით დაკავების რიცხვს ზრდის.

Sleeping Heart GIFs - Get the best GIF on GIPHY

#4. თქვენ აფერხებთ დაბერების პროცესს

  • უკვე აღვნიშნეთ, რომ თბილი სხეული მელატონინის გამოყოფას და ზრდის ჰორმონს არღვევს, ეს კი ორი მთავარი ანტი-ეიჯ ჰორმონია. როცა ტემპერატურა ეცემა, ზრდის ჰორმონი თავისუფლდება და იწყებს უჯრედების სწრაფ რეგენერაციას, რაც კანს აახალგაზრდავებს და უფრო ბზინვარეს ხდის.

Gif sleep girl 5 » GIF Images Download

#5. წონაში კლება გარანტირებულია

  • თუკი შიშველი ძილი გიყვართ, ეს წონის კორექციის იდეალური მეთოდია. ამ ფენომენს კი შემდეგნაირი ახსნა გააჩნია: ღამით სხეული გრილდება, რაც იწვევს კორტიზოლის კლებას. თუკი ძილის ციკლი ირღვევა, მაგალითად, იმის გამო, რომ საღამურმა სხეული გაგითბოთ, კორტიზოლი მატულობს და ნორმის ფარგლებს სცდება, დანაკლისი კი მადის სტიმულირებას იწვევს. სრულიად საკმარისია უარი თქვათ ჩაცმულ ძილზე და დაემშვიდობოთ ზედმეტ კალორიებსა და დამღლელ დიეტებს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93