რჩევები

4 გამაჯანსაღებელი ნაჭრის ნიღაბი სახისთვის: როგორ გამოვიყენოთ სწორად?

4 გამაჯანსაღებელი ნაჭრის ნიღაბი სახისთვის: როგორ გამოვიყენოთ სწორად?
რომელი სიახლეები ავითვისოთ სახის კანის მოვლისათვის და რა დანიშნულებით გამოვიყენოთ ნაჭრის ნიღბები?
შესაძლოა, უარი თქვათ კოსმეტიკურ საშუალებებზე, მაგრამ სახის ნიღბები ის აუცილებელი რუტინაა, რომელზეც უარი არასდროს უნდა თქვათ. ის გეხმარებათ გაღვიძებაში, დასვენებაში, დაძაბულობის მოხსნაში, ენერგიით დამუხტვაში. მოკლედ, ყველა გაურკვეველ სიტუაციაში გაიკეთეთ ნიღაბი.
Beauty Relaxing GIF by Much - Find & Share on GIPHY

Dr.Jart+ Cryo Rubber Soothing Mask

  • წვეულებაზე გეჩქარებათ და გინდათ უცებ მოიწესრიგოთ თავი? მაშინ ამ ბრენდის ნიღბები შესაფერისი არ იქნება, ვინაიდან მისი სახეზე გაჩერება სავალდებულოა 30-40 წუთის განმავლობაში. ეს არის ნიღაბი, რომელშიც მდგრადი გელია. შედგება
    ორი ნაწილისგან. პირველად უნდა წაისვათ გელი, შემდეგ დაიტანოთ ზემოდან ღია-მწვანე ფენა და ჩაინიშნეთ დრო. სულ მალე იგრძნობთ გამაგრილებელ ეფექტს. ფორმულის საიდუმლო ალანთოინებშია. ის კანის ზედაპირს ასწორებს და ეხმარება აღდგენაში. გამოყენების შემდეგ მარტივი შესამჩნევია სასიამოვნო შედეგი.

Dr. Jart+ Cryo Rubber with Soothing Allantoin | YesStyle

Erborian Yuza Vitamin-Mask

  • თუკი მზის და სოლარიუმების შემდეგ გრძნობთ, როგორ გამოგიშრათ და გაგიუხეშდათ კანის ზედაპირი, გადაამეტეთ პილინგის პროცედურებს - ეს ნიღაბი ამ ტიპის პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ის მკვებავი ეფექტით გამოირჩევა და არის ზომიერად ცხიმიანი. უნდა დაიტანოთ მშრალ კანზე ათი წუთით, შემდეგ ბამბის დისკის მეშვეობით მოიცილოთ სახიდან. საცხისებრი გელის სტრუქტურის შემადგენლობაში იუდზუს ზეთი და ექსტრაქტია, ასევე - Е ვიტამინები.

Erborian Yuza Vitamin Mask Máscara Nutritiva Revitalizante 60ml

MartiDerm Moisturising Mask

  • ესპანური ფარმაცევტული კომპანია 1952 წელს შეიქმნა და ცნობილია თავისი ამპულებით, რომლებიც აკნეს, პიგმენტაციის, ნაოჭების პრობლემებს აღმოფხვრის. ნიღბებიც არანაკლებ ეფექტურია, ამავდროულად, ბიუჯეტურიც. ეს არის დატენიანება ჰიალურონის მჟავის შემცველობით, რომელშიც პოლისაქარიდები და კოენზიმ Q10-ია. ამ ნიღბის შემცველობაში Sodium Hyaluronate, Hydrolyzed Hyaluronic Acid, Sodium Acetylated Hualurinate მჟავებია. შესაბამისად,  სამმაგი მოქმედებით გამოირჩევა და ბევრად ეფექტურია. რეკომენდებულია გაიჩეროთ 15-20 წუთით.
Martiderm Moisturising Mask / Марти Дерм Увлажняющая Маска — в Категории

L'Occitane Invigorating Face & Eye Mask

  • ნარინჯისფერი გელი ნესვის არომატით უხდება მათ, ვისაც უყვარს მაქსიმალურად მოკლე დროში მოწესრიგება. მოქმედებს სულ რაღაც ხუთ წუთში. თუკი სახის კანიდან ცხიმიანი ზედაპირის მოცილება და მატე ეფექტის მიღება გსურთ, სწორედ რომ შესაფერისია. მის შემადგენლობაში კოფეინი, მზესუმზირის ზეთი, ნესვის ექსტრაქტი და С ვიტამინია. მისი ჩამობანა რთულია. ამიტომ უმჯობესია სველი ხელსახოცის მეშვეობით მოიცილოთ.

Beauty Shout Box: L'OCCITANE INVIGORATING FACE & EYE MASK POD {REVIEW}

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93