ნეილ-არტისტებმა, დიზაინერების, სტილისტებისა და მოდის სახლების მსგავსად, 2021 წლის ფრჩხილის მთავარი ტენდენციები გამოავლინეს.
თეთრი ფრჩხილები
- თეთრი - უნივერსალური ფერია. იმის გარდა, რომ ყველა ფერთა გამას უხდება, ასევე ნებისმიერი სიგრძისა და ფორმის ფრჩხილზე გამოიყურება იდეალურად. სასურველი შეფერილობის არჩევაში შეზღუდული არ ხართ: მოხარშული თეთრი, თოვლისფერი, რძისფერი - რომელიც განსაკუთრებულად უხდება მუქ კანს.
მეტალიკი
- ეფექტური და მსუბუქი მეტალიკი სადღესასწაულო დღეებს უხდება. შეგიძლიათ სადა ვარიანტი შეარჩიოთ ან რაიმე დეტალით გაალამაზოთ, რაშიც ნეილ-არტისტის რჩევაც დაგეხმარებათ.
მეტალის დეკორი
- ვინაიდან მეტალის ხარის წელია, ეს დეტალები წელს განსაკუთრებით აქტუალურია. ფოლგის ნაჭრები, ვერცხლისფერი თვლები, ვარსკვლავები და ქაოტური შტრიხები - გამოიყენეთ ყველაფერი, რაზეც ფანტაზია გეყოფათ. დიზაინში შეგიძლიათ ნაცრისფერ მეტალის დეტალებზეც გაამახვილოთ ყურადღება. მრავალფეროვნებისთვის ორი მკვეთრი ფერის სინთეზსაც შეგიძლიათ მიმართოთ.
თეთრი ელემენტი
- თხელი ხაზები, ასოები, დიზაინი სხვადასხვა ელემენტის გამოყენებით თეთრზე განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება. ყველაფერი დამოკიდებულია ფრჩხილის ზომაზე: რაც უფრო გრძელი ფრჩხილები გაქვთ, უფრო მეტი ადგილია ხელოვნებისთვის.
ფრანგული მანიკიური თეთრ და მეტალის ფერებში
- ორი ასტროტრენდის გაერთიანება კლასიკურ ფრანგულ მანიკიურს შეუძლია. მოსინჯეთ თეთრის და მეტალიკის სინთეზი. დიზაინის გამრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ მთვარეები და ფრჩხილის ლენტები გამოიყენოთ, ნაზი მანიკიურიც გარანტირებულია.