მოდური ვარცხნილობა 2021 წლისთვის საშუალო სიგრძის თმა აღმოჩნდა. ეს გასაკვირი არც ყოფილა, ვინაიდან გასული შემოდგომა-ზამთრის ჩვენებებიდან დიზაინერებმა სტილისტებთან ერთად პოდიუმზე მოდელები მხრებამდე სიგრძის ვარცხნილობებით გამოიყვანეს.
როგორი ვარცხნილობა შევარჩიოთ საშუალო სიგრძის თმისთვის? ამისათვის კინემატოგრაფიას მივმართეთ და ყველაზე ლამაზი ვარიანტები შევარჩიეთ.
დემი მურის „ბობ კარე“
- მარტივი, მინიმალისტური და საკმაოდ მიმზიდველი. დიახ, დემი მური 1990-იანების ფილმიდან დაიან მერფის როლში დღევანდელობისთვის შესაფერისი ვარცხნილობით წარდგა მაყურებლის წინაშე. ეს ვარიანტი ნებისმიერი სახის ოვალს უხდება. რაც მთავარია, თხელ თმას მეტ მოცულობას ანიჭებს.
ჯენიფერ გრეის ხვეულები მხრებამდე
- 1980-იანების ბოლოს ჯენიფერ გრეიმ დაამტკიცა ხვეული თმის უნივერსალურობა. საშუალო სიგრძეს თხელი თმის მქონეებს ურჩევენ, ვინაიდან ის უფრო მოცულობითად გამოიყურება, თუმცა ურიგო არც ხშირი თმის მქონე გოგონებზეა.
ფეი დანაუეის საშუალო „ბობ“ ვარცხნილობა
- თუკი „ბონის და კლაიდს“ ჩაუჯდებით, აუცილებლად მოგინდებათ ფეი დანაუეის მსგავსად თმის შეჭრა. მისი "ბობ" ვარცხნილობა საშუალო სიგრძის თმაზე ბერეტთან და სხვა აქსესუარებთან საკმაოდ ფრანგულად და ქალურად გამოიყურება.
უმა თურმანის "კარე" წინამოთი
- კეტრინ პირსმა, "ვოგის" სილამაზის რედაქტორმა აღნიშნა: „უმა თურმანის გეომეტრიული ვარცხნილობა მისი საკულტო კინოროლიდან განმარტებას ნამდვილად არ საჭიროებს. რა მოუვიდოდა მია უოლესს მის გარეშე? ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარცხნილობაა, რომლის გამეორებაზე დიდხანს ფიქრი ნამდვილად არ ღირს.“