თუკი გასულ საუკუნეში სასაპნეში მოთავსებული საპონი ითვლებოდა ძველმოდურად, წელს სასაპნე ისეთივე აქტუალური გახდა, როგორც სახის ერთჯერადი დისკები.
სილამაზის ექსპერტები და მოდის მიმდევრები უარს ამბობენ თხევადი საპნის გამოყენებაზე და ანაცვლებენ მყარი საპნით, რაზეც მეტყველებს Kantar Worldpanel-ის სტატისტიკა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 2018 წლის ბოლოდან მოყოლებული, მყარი საპნის გაყიდვებზე მოთხოვნა სამი პროცენტით გაიზარდა, ხოლო ზოგიერთმა მსხვილმა კომპანიამ შვიდ პროცენტამდე ზრდაც კი დააფიქსირა.
რატომ ხდება ასე?
ყველაფერი მარტივია - მომხმარებლები ირჩევენ ნივთებს პლასტმასის შეფუთვის გარეშე. სულ რაღაც თხევადი საპნის მყარით შეცვლით თქვენ შეგიძლიათ ნარჩენების შემცირების მინიმალიზება.
ამასთანავე, საპნის ნატეხით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ არა მარტო ხელის დასაბანი თხევადი საპნები, არამედ სახის დასაბანი ქაფიც და შხაპის ლოსიონიც.