მოდელი და მხატვარი ნანუკა გოგიჩაიშვილი "ინსტაგრამზე" საკუთარ გამომწერებს ხშირად აძლევს კითხვის დასმის საშუალებას. ამჯერად ერთ-ერთმა გამომწერმა ჰკითხა, თუ როგორ უვლის ნანუკა თმას, რის შემდგომაც მოდელმა საკუთარი გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტა.
ნახეთ ნანუკას თმის მოვლის რუტინა:
- ფენით არ ვიშრობ.
- არ ვიხვევ, თუ გადაღება ან ჩაწერა არ არის.
- არ ვიღებავ.
- ბუნებრივ ნიღბებს ვიკეთებ (ზეთებით, კვერცხით, თაფლით, კონიაკით და ა.შ.)
- თუ საშუალება მაქვს, დაბანისგან ვასვენებ, რაც ძალიან ეფექტური საშუალებაა, თუმცა თითქმის შეუძლებელი შესასრულებლად (5 დღე თმა დაასვენეთ. ერთი კვირაც შეგიძლიათ. მე ვერ შევძელი ჯერ. თუმცა თმას აცოცხლებს ჩაგდებული დაბანა).
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>