რჩევები

სახლში დასამზადებელი სახის ნიღბის 3 უმარტივესი რეცეპტი გაზაფხულისთვის

სახლში დასამზადებელი სახის ნიღბის 3 უმარტივესი რეცეპტი გაზაფხულისთვის
გაზაფხული მოვიდა ახლა დროა, ჩვენი სახის კანის მოვლის რუტინა შევცვალოთ და კანი თბილი მზისა და ქარიანი დღეებისთვის მოვამზადოთ. გაზაფხულზე თმის ცვენა, კანის გამოშრობა და ვიტამინების ნაკლებობა ნორმალურია, თუმცა ჩვენმა ორგანიზმმა ეს არ უნდა იგრძნოს, ამისთვის კი კანის სწორი მოვლა, ბევრი ხილი და წყალია საჭირო. კანის სწორ მოვლას მხოლოდ დამატენიანებელი და მზისგან დამცავი საცხი ვერ უშველის, სახლში დამზადებული ნიღბები გაზაფხულზე გამომშრალ კანს დაგიტენიანებთ და ამ პრობლემას მოგიხსნით.

ნახეთ, სახლში დასამზადებელი სახის ნიღბის 3 უმარტივესი რეცეპტი გაზაფხულისთვის


გამომშრალი კანის სამკურნალოდ



ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • ½ ავოკადო
  • 1 პატარა ჭიქა შვრია
მომზადების წესი:

შეურიეთ ეს მასა ერთმანეთს, დაიტანეთ მშრალ კანზე, გაიჩერეთ 15 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თაფლი თქვენს კანს დაატენიანებს, ავოკადო გააჯანსაღებს და შვრია დაამშვიდებს ნებისმიერ გამონაყარს.

ფორების დასახურად



ეს ნიღაბი მხოლოდ იმათთვის არის ვისაც ფორებთან მუდმივი პრობელმა აქვს. ფორების სრული დახურვა შეუძლებელია, თუმცა მისი შემცირებაა შესაძლებელი, ისე რომ კანის ზედაპირზე უცხო თვალმა ის ვეღარ შენიშნოს. ამისთვის კი მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო.

ინგრედიენტები:
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 კვერცხის ცილა
  • პატარა ნაჭერი გაწურული ლიმონის წვენი
მომზადების წესი:

შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, დაიბანეთ სახე და სუფთა კანზე ჩვენი დამზადებული სითხე წაისვით დაიმასაჟეთ კანი და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. აუცილებელია ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანოთ და შემდეგ სუფთა პირსახოცით გაიმშრალოთ კანი.

კვერცხი და ლიმონი ფორებს გააფერმკრთალებს თაფლი კი მის დახურვასა და შემცირებაში მიიღებს მონაწილეობას. თაფლი ასევე დაატენიანებს კანს და სასიამოვნო ტექსტურას შესძენს მას.

კანის სიჯანსაღისთვის



ყავა კარგია გამოსაფხიზლებლად, თუმცა უკეთესია ჩვენი კანისთვის. ეს ნიღაბი გრძელი ზამთრის შემდეგ, თქვენს კანს გამოაცოცხლებს, თან მარტივი რეცეპტი ყველა ტიპის კანს უხდება.

ინგრედიენტები:
  • ½ ჭიქა დაფქული ორგანული ყავის მარცვლები
  • ½ ჭიქა არატკბილი კაკაო
  • 1 ჭიქა უშაქრო რძე
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
მომზადების წესი:

აიღეთ თასი და შეურიეთ კაკაო და ყავა, შემდეგ დაასხით რძე, ლიმონის წვენი და თაფლი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები და სუფთა სახეზე 20 წუთით დაიტოვეთ. 20 წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ კანი.

ყავა და კაკაო კანს სიჯანსაღეს შემატებს. თაფლი დაატენიანებს, რძე და ლიმონი კი დაკარგულ ვიტამინებს აანაზღაურებს და ექსფოლატორის ფუნქციას შეასრულებს. ეს ნიღაბი კანს სიკაშკაშესა და სიჯანსაღეს შემატებს.

წყარო: www.purebodynaturals.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93