რჩევები

რატომ უნდა გამოიყენოთ სახის მასაჟორი გუაშა, ანუ ჯადოსნური მასაჟორი, რომელიც თქვენს კანზე სასწაულს მოახდენს

რატომ უნდა გამოიყენოთ სახის მასაჟორი გუაშა, ანუ ჯადოსნური მასაჟორი, რომელიც თქვენს კანზე სასწაულს მოახდენს
ქალბატონების სილამაზის სამყაროში ახალმა სახის მასაჟორმა შემოაღწია. ჯადოსნური, პატარა, თუმცა საოცარი გუაშა ყველა ქალბატონის მეგობარი უნდა იყოს, რადგან სახლის პირობებში ამ მასაჟორით თქვენ შეგიძლიათ სახის კანი გაიუმჯობესოთ და ნაოჭებისგან დაიცვათ ის.

ნახეთ, რატომ უნდა გამოიყენოთ სახის მასაჟორი გუაშა


გუაშა ახალი ჯადოსნური მასაჟორია, რომელიც ჭიმავს კანს, გამოიყენება ყბის კონტურზე და ამცირებს ღაბაბის ზომას; ასევე, ერთფეროვან და ახალგაზრდულ იერს ანიჭებს კანს.



გუაშა ასრულებს პილინგის ეფექტს და მისი გამოყენებიდან ორ კვირაში თქვენი კანი დაიწყებს გადაჭიმვას, გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებას.

მასაჟორი ამცირებს თვალის ქვეშ ჩაშავებებსა და კანის გადაჭიმვის შემდეგ თვალის ქვეშ ჩამოკიდებულ კანს მთლიანად აქრობს. ასევე ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას.



გუაშა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უკეთ გამოკვეთს ყბის კონტურს, რაც ქალბატონების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

ახალი ჯადოსნური მასაჟორის გამოყენება ყოველდღე, დღეში ორჯერ არის რეკომენდებული. უმჯობესია, გუაშა დამზადებული იყოს კვარცისგან, რადგან კვარცის სხვა დადებითი თვისებები სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ და ხახუნის დროს არ გაგიღიზიანებთ კანს.



თუ თქვენ აკნე, მცირე გამონაყარი ან კანის სიწითლე გაწუხებთ, გუაშას გამოყენება კვლავ შეგიძლიათ, რადგან კვარცი ამშვიდებს კანს და დადებითად იმოქმედებს გამონაყარზე.

გამოყენებამდე აუცილებელია გაწმინდოთ მასაჟორი და 5-10 წუთის განმავლობაში დაიმასაჟოთ სახე.

იხილეთ გუაშას გამოყენების ინსტრუქცია:


წყარო: skinspanewyork.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93