მოდელმა და ტელესახემ მანიკა ასათიანმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მანიკას სურათს აკომენტარებენ ცნობილი ადამიანები: ეკა ხოფერია, ნინო ცქიტიშვილი, ავთანდილ ცქვიტინიძე, რუსკა მაყაშვილი, ეკო ფანგანი და ა.შ. ცნობადები აღფრთოვანებულები აღნიშნავენ მანიკას სილამაზეს და განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ფეხების სიგრძეს. რუსკა მაყაშვილი წერს: "ეიფელის კოშკია, თუ ფეხები?"
მანიკას ფოტოს, როგორც ჩანს მოდელის ინბოქსში უამრავი კითხვის დასმაც მოჰყვა, რაზეც ტელესახემ ვიდეო ჩაწერა და ყველას ერთად უპასუხა, რომ წონას ინარჩუნებს და ფორმებსხვეწავს, მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშით. რაც შეეხება ჯანსაღ კვებას, მანიკას თქმით ვერ ახერხებს, ან სათანადოდ არ ინდომებს.