ეკო ფანგანი ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა და კითხვები მისი ცხოვრების, სტილისა თუ გარეგნობის შესახებაც ხშირად ისმის. ამჯერად ის გამომწერებს "ინსტაგრამ სთორიში" პასუხობს და იმ რჩევებს უზიარებს, რომელთა დახმარებითაც მუდმივად ინარჩუნებს სასურველ ფორმას.
როგორც ეკო ფანგანი წერს, მას წონის პრობლემა არასდროს ჰქონია და დიეტაზეც არასდროს ყოფილა. მისი მთავარი საიდუმლო დილის ჯანსაღი საუზმით დაწყებაა. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი უპირატესობას ხილსა და კენკრას ანიჭებს. გამომწერებსაც ურჩევს, რომ დიეტების ნაცვლად, იკვებონ სასარგებლო პროდუქტით, გახდომისთვის კი ვარჯიშსა და კალორიულ დეფიციტს მიმართონ.