რჩევები

ბუნებრივი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც წონას 2 კვირაში დაიკლებთ

ბუნებრივი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც წონას 2 კვირაში დაიკლებთ

წონის მატება ადვილია, ძალიან ადვილიც კი, კლება – საკმაოდ რთული. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდ ნაწილს ზედმეტი წონა აწუხებს და დაკლება უნდა, ეს პროცესი უმეტესად არასწორად და არათანმიმდევრულად იმართება ხოლმე. მკაცრი დიეტა, ფაქტობრივად, შიმშილი, მოკლე ვადაში სასურველი შედეგის მისაღებად გახდომის ყველაზე პოპულარული გზაა. თუმცა მიღებული შედეგი, როგორც წესი, ხანმოკლეა და ამავდროულად, შიმშილი არაერთ პრობლემას იწვევს.

სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ დასაკლებად სწორედ შიმშილია საჭირო. რეალურად კი, რამდენიმე ბუნებრივი საშუალებით მარტივად შეგიძლიათ სასურველი

შედეგი მიიღოთ და სასურველი შედეგი შეინარჩუნოთ.

თაფლი და ვაშლის ძმარი


ცნობილი ფაქტია, რომ თაფლისა და ვაშლის სიდრის ძმრის მიღება წონის კლებაში დაგეხმარებათ. ამ გზას გასახდომად უძველესი დროიდან მიმართავდნენ. ორი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარს შეურიეთ 2 კოვზი ნატურალური თაფლი და ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით. სითხე ყოველ დილით დალიეთ და სასურველ შედეგსაც მალე მიიღებთ. ვაშლის ძმარი ცხიმის უჯრედებს წვავს და ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. უფრო მეტი ეფექტისთვის კი უმჯობესია დალიოთ Holland & Barrett–ის ვაშლის სიდრის ძმრის ტაბლეტები.


მწვანე ჩაი



მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები საკმაოდ მრავალფეროვანია. ის დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ბუნებრივი დეტოქსის საუკეთესო საშუალებაა. ამავდროულად კი, მწვანე ჩაი ძალიან ეფექტურია გასახდომად. მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები აძლიერებს მეტაბოლიზმს. შედეგად, ცხიმი იწვება, კოფეინი კი, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს, დღის განმავლობაში ენერგიასაც შეგმატებთ. წონის კლებისთვის მნიშვნელოვანია დღეში 2 ლ წყლის მიღებაც. დამატებით მწვანე ჩაის დალევა პრობლემად რომ არ გექცეთ და დღის განმავლობაში დამატებითი სითხის მიღება აირიდოთ, მწვანე ჩაი ტაბლეტების სახით მიიღეთ.  Holland & Barrett Super დიეტური მწვანე ჩაის აბები შეგიძლიათ ონლაინაც გამოიწეროთ. ასევე ძალიან ეფექტურია მწვანე ჩაი მანგოსთან ერთად. პროდუქტის თითოეული კაპლეტი შეიცავს 1200 მგ აფრიკულ მანგოს და 200 მგ მწვანე ჩაის. აფრიკული მანგოს თესლი შეიცავს წყალში ხსნად ბოჭკოს. ადგილობრივი კამერუნელები საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ აფრიკულ მანგოს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებების გამო. მწვანე ჩაი, რომელიც ჩინეთში საუკუნეების მანძილზე გამოიყენება, მინიმალურად არის დამუშავებული. შავი ჩაისგან განსხვავებით, ის ნაკლებად განიცდის ოქსიდაციას და ფერმენტაციას, ხელს უწყობს წონის კორექციას და ცხიმოვანი უჯრედების წვას, აძლიერებს მეტაბოლიზმსა და ნივთიერებათა ცვლას.


წითელი წიწაკა



თუ თქვენ წონაში ძალიან სწრაფად კლება გინდათ, წითელი წიწაკა დაგეხმარებათ. მისი აქტიური ნივთიერება კაპსაესინი, რომელიც წიწაკას ცხარეს ხდის, არეგულირებს მეტაბოლიზმს, აქვეითებს მადას. ერთი ჩაის კოვზი მწარე წიწაკით შეიძლება გააკეთოთ ჩაი ან უბრალოდ მოაყარეთ საჭმელს, რომელსაც დღის განმავლობაში მიირთმევთ.


ლიმონის წვენი


ლიმონის წვენი დეტოქსის ბუნებრივი საშუალებებიდან საუკეთესოა. ის ამცირებს ცხიმის უჯრედებს. უმჯობესია ლიმონის წვენი უზმოზე მიირთვათ. მისი მომზადება კი ძალიან მარტივია. გამოწურეთ ერთი დიდი ზომის ლიმონი და ერთ ჭიქა წყალს შეურიეთ.


კონჯაკის ბოლქვი, სელის თესლი



გახდომის პროცესში მნიშვნელოვანია მიიღოთ პროდუქტები, რომლებიც ნაკლებად კალორიულია და მარტივად იწვევს ნაყროვანებას. მაგალითად, ასეთია სელის თესლი, ჩიას თესლი, რომლითაც შეგიძლიათ გააკეთოთ სმუზი საუზმისთვის ან უბრალოდ აურიოთ იოგურტში. კუჭში მოხვედრის შემდეგ ის მნიშვნელოვნად იზრდება ზომაში და შიმშილის გრძნობას აქრობს. სწრაფად გასახდომად ძალიან ეფექტურია Holland & Barrett გლუკომანანის კაფსულები, რომელიც უჯრედისის საუკეთესო წყაროა. ის დამზადებულია კონჯაკის ბოლქვისგან და ორგანიზმს წონის კორექციაში ეხმარება. სხვა ბოჭკოვანი ნივთიერებების მსგავსად, გლუკომანანიც კუჭში მოხვედრისთანავე დაახლოებით 50-ჯერ იმატებს მოცულობაში და თრგუნავს მადას. კონჯაკის ბოლქვისგან მიიღება ერთ-ერთი საუკეთესო უჯრედისი. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია დღეში მინიმუმ 6-8 ჭიქა წყლის მიღება.


შავი შოკოლადი

თუ თქვენ უკვე შეადგინეთ წონის კლების დროს აკრძალული საკვების სია, მასში შოკოლადი აუცილებლად მოხვდებოდა. მაგრამ თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს, შავი შოკოლადი არათუ წონის მატებას არ იწვევს, არამედ მის კლებაშიც დაგეხმარებათ. კვირაში სამჯერ მცირე რაოდენობით შავი შოკოლადის მიღება ინსულინის რეზისტენტობას შეაფერხებს, შედეგად კი ჭამის სურვილი შეგიმცირდებათ.


კეტოდიეტა

თითოეული ზემოთ დასახელებული პროდუქტი დიეტის გარეშე სწრაფად და ეფექტურად კლებაში დაგეხმარებათ. თუმცა, თუ თქვენ თვეში 10-15 კგ-ის დაკლება გსურთ, მაშინ რეკომენდებულია კეტოდიეტა დაიცვათ. კეტოგენური დიეტა დაბალნახშირწყლოვანი და მაღალცხიმოვანი დიეტაა. იგი გულისხმობს ნახშირწყლების მოხმარების მკვეთრად შემცირებასა და მათი ცხიმებით ჩანაცვლებას. კეტოდიეტის დროს კი მაქსიმალური ეფექტისთვის უნდა მიიღოთ სხვადასხვა ბუნებრივი აბი, რომელიც გარანტირებული და ხანგრძლივი შედეგის საწინდარი გახდება. ეს შეიძლება იყოს: Holland & Barrett კეტო დიეტის დამხმარე, Holland & Barrett კეტო ნახშირწყლების დამთრგუნველი, Holland & Barrett ჟოლოს კეტონები– ბოჭკოს ძალა.

დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, შეიძლება გახდეთ, მაგრამ სხეული ფორმას დაკარგავს და მოდუნდება. აუცილებელი არაა, ფიტნესდარბაზში იაროთ. შეგიძლიათ ივარჯიშოთ სახლში, რითვისაც გამოიყენებთ ვიდეოინსტრუქციებს ან უბრალოდ, ბევრი იაროთ ფეხით.


გახდომა რთული სულაც არაა. საჭიროა მოტივაცია და საჭირო პროდუქტები. შედეგსაც მალე მიიღებთ!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ლია
ჰო მაგრამ საქართველოში რაც შავი შოკოლადის სახელით იყიდება, უმეტესობა იაფ პალმის ზეთზეა დამზადებული
14:53 / 16-05-2021
გამოხმაურება / 0 /
ვაჟა
გმადლობთ საინტერესო ინფორმაციისთვის. ჩემი მხრივ მინდა მოგახსენოთ, რომ წიწაკა მწარე არ არის, წიწაკა - ცხარეა!
16:40 / 12-05-2021
გამოხმაურება / 3 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93