რჩევები

აი, იცით, რისი მშურს შავი შურით? არც სიგამხდრის, არც სილამაზის… - ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს მიმართავს

აი, იცით, რისი მშურს შავი შურით? არც სიგამხდრის, არც სილამაზის… - ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს მიმართავს
ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ხშირად მიმართავს კითხვებით, აძლევს მათ რჩევებს და თავადაც იზიარებს საკუთარი გამომწერების აზრს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და სხვადასხვა თემაზე ღიად საუბარსაც არ ერიდება.

ამჯერად ნუკი კოშკელიშვილი „ინსტაგრამ გამომწერებს“ საკუთარი კომპლექსების შესახებ უყვება და წერს, რომ მას ბავშვობიდან თმის პრობლემა ჰქონდა, ხოლო რაც ასაკი ემატება, ეს მისთვის კიდევ ურო შემაწუხებელი ხდება:
თქვენ რისი კომპლექსი გაქვთ? აი იცით რისი მშურს შავი შურით? არც სიგამხდრის არც სილამაზის. თმის!!!! ქალისთვის
ეს ისეთი მტკივნეული თემაა. თუ გგონიათ პოსტის ბოლოს ან გამოსავალს ან რჩევას მოგცემთ არ წაიკითხოთ. იქეთ თუ გკითხავთ რჩევას. ბავშობიდან დატანჯული ვარ, რაც მთავარი რაც ასაკი მემატება უფრო და უფრო მეტყობა. დაგრძელება შველის, მაგრამ ზემოთ მაინც უბედურად გამოიყურება ან ჩანს რომ დაგრძელებაა, მერე თხელი თმა დღეში ორჯერ უნდა დაიბანო, ისეთი ცხიმიანია. სულ ცოტა ხნის წინ მომწერა კომპანიამ აქაურმა ჩვენ გვაქვს პარიკებიო, ნახევარ პარიკს ეძახიან,ზემოდ ღიაა რომ ნატურალურად გამოიყურებოდეს,მოკლედ ოცნების პარიკი, აი კარდაშიანებს რომ აქვთ, ღამეები არ მეძინა ისე მიხაროდა რომ გაჩვენებდით, აუუუ თან რა მაგარია პარიკებთან თანამშრომლობა, ჩემი ოცნებაა. მომივიდა, ჭკუაზე არ ვარ, ახლა მეტირება სიმწრიზგან, ჩემი თმა იმდენად თხელია რომ არ გამომადგა. მივწერე დიდი ბოდიში ვერ გაგიპიარებთ თქო, ვაჩვენე ფიტოები ვიდეოები რომ საშინელებაა, ისე შევეცოდე, … და მერე მე შემეცოდა ჩემი თავი. ახლა ვფიქრობ აი რა არის გამოსავალი? გადანერგვა? პლაზმო თერაპია? მინოქსი თუ რაღაც ეგეთი რომ არის წამალი? თუ პარიკი მთლიანი? მაგრამ რომ ეტყობა ყველა პარიკს თან სიცხეში როგორ უნდა ატარო?? თუ მსგავსი პრობლემა გაქვთ, მომწერეთ, მომეშვება თუ მარტო არ ვარ. თუ რჩევა გაქვთ ცხოვრების ბოლომდე ვალში დავრჩები.
პ.ს გუშინ ბენი მამშვიდებდა, კარგი რა ვინ აკვირდება ეგრე შენ თმასო, კი კაცები იშვიათად ხედავენ იმას რაზეც ჩვენ ვიციკლებით, მაგრამ აი ჩვენ რომ ვიცით და ვხედავთ და ვკომპლექსდებით!!
– წერს ნუკი.

როგორც ჩანს, ნუკის თმასთან დაკავშირებული დისკომფორტი დიდი ხანია, რაც აწუხებს. ის ხშირად საუბრობს თმის დაგრძელებაზე, ცოტა ხნის წინ კი გამომწერებს სხვადასხვა ფერის ფილტრით გადაღებული ფოტოებიც გაუზიარა.

ნუკის პოსტს „ინსტაგრამზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გამომწერები მას არაერთ რჩევას აძლევენ და მის გამხნევებასაც ცდილობენ: „არასოდეს არ ჩანს თქვენი თმის პრობლემები, ნუ ნერვიულობთ“, „საუკეთესო და ულამაზესი ხარ ნუკი!“ - უწერენ მას.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
NN
სამწუხარო პრობლემაა ჩემთვისაც - ქალი პირველრიგში თავზე თმით უნდა იყოს
16:10 / 17-05-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93