იმისთვის, რომ დაიწყოთ დეტოქსი და გაათავისუფლოთ ორგანიზმი შლაკებისგან, არ არის აუცილებელი რთული პროცედურების ჩატარება. უბრალოდ შეასრულეთ ეს რამდენიმე რჩევა და ორგანიზმი თავისით გაიწმინდება.
1) ლიმონათი
საქმე, რა თქმა უნდა, არ ეხება გაზიან სასმელებს. ჯანსაღი ლიმონათი ან თუნდაც ერთი ჭიქა წყალი, რომელსაც გაღვიძებისთანავე მიიღებთ, ორგანიზმისთვის წამალივითაა. ის ეხმარება სისხლის მიმოქცევას, აშორებს ორგანიზმს ტოქსინებს და გკვებავთ ენერგიით. ყოველ დილას დალიეთ ერთი ჭიქა ჯანსაღი სითხე და ისაუზმეთ 15 წუთის შემდეგ. შედეგს თავადვე დაინახავთ.
2) იკვებეთ საათობრივად
იკვებეთ დღეში სამჯერ, მაგრამ მთავარია, არ წაიხემსოთ კვებებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ორგანიზმმა სწორად იმუშაოს. იკვებეთ ჯანსაღი პროდუქტით და ეცადეთ, არ დაარღვიოთ შუალედი. ეს დაეხმარება როგორც ტვინს, ასევე კუჭ-ნაწლავის სისტემას სწორ მუშაობაში.
3) იკვებეთ ახალი პროდუქტით
დაივიწყეთ კონსერვანტები და კონტეინერები. ნახევრად ფაბრიკატები და საერთოდ, ყველა პროდუქტი, რომლებიც არ არის ჯანსაღი და ახალი, მავნეა ორგანიზმისთვის. დეტოქს-კვებაში შედის ახალი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ერთობლივად კვებავენ ორგანიზმს და წმენდენ მას.
4) დაივიწყეთ შაქარი და მარილი
იკვებეთ იმ პროდუქტით, რომელიც თავად შეიცავს გარკვეული რაოდენობის შაქარს და მარილს და რომლებიც ორგანიზმს გაწმენდაში ეხმარება. მოერიდეთ ზედმეტი რაოდენობის მარილის და შაქრის მიღებას.
5) გამოიყენეთ პროდუქტში კამა
კამა საკვებს პიკანტურობას სძენს, მისი არომატი ძალიან უხდება სალათებსა და ცხელ კერძებს, კამა სასარგებლოა ორგანიზმისათვის. ის მონელების სისტემას ეხმარება უკეთ მუშაობაში და შლაკებს დევნის ორგანიზმიდან. სხვათა შორის, უმჯობესი იქნება, თუ ამას დაიმახსოვრებთ და გაგახსენდებათ მაშინ, როდესაც არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევთ.
6) ნახშირი
როგორც ცნობილია, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. თუ ტოქსინები გაწუხებთ, კარგი იქნება ერთ ძველ, მაგრამ ეფექტურ ხერხს მიმართოთ. მიიღეთ ნახშირი, რომელსაც არ აქვს არც გემო და არც სუნი, და თუ მას ლიმონიან ლიმონათში გაურევთ, შეგიძლიათ მეგობრები შავ სასმელზეც კი დაპატიჟოთ საღამოს. არ ინანებთ.
7) შეუცვლელი წვნიანი
შემოდგომის სიცივეების მოახლოებასთან ერთად, წვნიანმა თქვენს რაციონში მთავარი ადგილი უნდა დაიკავოს. ჩვენი ბებიები ფიქრობდნენ, რომ ბულიონი შეუცვლელია ჯანმრთელი ორგანიზმისთვის და არც ცდებოდნენ. ამიტომ, თუ თქვენ გინდათ იკვებოთ ჯანსაღად და იყოთ ჯანმრთელი, აუცილებლად მიიღეთ ეს საკვები, ოღონდ მთავარია, გაითვალისწინოთ ჯანსაღი და ახალი პროდუქტების ქონის აუცილებლობა. ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა, სტაფილო, ხახვი, პომიდორი, ძალიან ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში.
იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>