დიზაინერი მაკა კვიციანი ფართო საზოგადოებამ კულინარიული შოუ „მასტერშეფიდან“ და პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო, სადაც მან ჟიურის ამპლუა მოირგო. მაკა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. ის ბრენდ „დალოდის“ შემოქმედებითი ხელმძღვანელია.
მაკას გამომწერები ხშირად უსვამენ კითხვებს სტილისა და თავის მოვლის შესახებ. ამ თემაზე მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოში“ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, დიზაინერი ორგანიზმის გამოღვიძებისთვის დღეს ერთი ჭიქა წლით იწყებს, დღის განმავლობაში კი 2 ლიტრ სითხეს იღებს. მაკა ქალებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სახის დაბანასა და გასუფთავებას, ჯანსაღი სახის კანისთვის კი უზიარებს მაწვნისა და კურკუმას, ასევე, მაწვნისა და ლიმონის ნიღაბს.