ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. მის მსგავსად, მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძეც „ინსტაგრამზე“ აქტიურობით გამოირჩევა, მას 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობასა და რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, ალექსანდრა და ქეთი რჩევებს ერთმანეთისთვისაც არ იშურებენ. ქეთი ხატიაშვილმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ გამომწერებს სამოსის სწორად შერჩევისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ყურადღების გამახვილების შესახებ ესაუბრა: „ძალიან კარგი სტატია წავიკითხე და თქვენც გიზიარებთ 3 ხრიკს.ვფიქრობ, გამოგადგებათ.. თუ თვლით, რომ ზედმეტი წონა გაწუხებთ და ფიქრობთ M და L ზომას შორის, აიღეთ L, ასე სხეულის ნაწილები უფრო გამხდარი ჩანს. ოვერსაიზ სამოსი ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა, მაგალითად პიჯაკი და წელის ქამარი. ქუსლიან ფეხსაცმელსაც უხდება და სპორტულ კეტებსაც. ხასხასა ფერები, ზაფხულში რუჯს ასე არაფერი უხდება!! აქ მთავარია არ გადააჭარბოთ და ბევრ ფერს ნუ აურევთ, ასევე შავთან კოლაბორაცია ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა“ - წერდა ტანმოვარჯიშე.
ქეთი ხატიაშვილს პოსტს გამოეხმაურა ალექსანდრე პაიჭაძე, რომელმაც განსხვავებული აზრი გამოთქვა: „Oversize მიჩვევა იცის და ფორმების კონტროლს აკარგვინებს ქალს, ჯობს ტანზე მომდგარით აკონტროლო, რამდენს "გაექცა" გარშემო მაგ მიზეზით იცი?. არ ვეთანხმები“ - დაწერა ალექსანდრამ. როგორც აღმოჩნდა, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და საკუთარი პოზიციის დაფისქირებასაც არ ერიდებიან.