მსოფლიო ვარსკვლავების უმეტესობა ყოველთვის იდეალურად გამოიყურება, თუმცა მათი ახალგაზრდობის საიდუმლო მხოლოდ ძვირად ღირებულ პლასტიკურ ოპერაციებში არ იმალება. არაერთი ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კვებითა და ფიზიკური დატვირთვით შესაძლებელია ჯანმრთელობისა და იდეალური ფიზიკური ფორმის შენარჩუნება. ამის არაჩვეულებრივი მაგალითი ჯენიფერ ლოპესია.
გიზიარებთ ჯეილოს სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების 6 საიდუმლოს.
1. სახის კანის მოვლის რუტინა
იდეალური კანის საიდუმლო მხოლოდ გენეტიკაში არ იმალება. როგორც ჯეილო ჟურნალ People-თან ინტერვიუში ამბობს, ძილის წინ აუცილებლად იშორებს მაკიაჟს (კოსმეტიკური საშუალებებით დაძინება სახეს აზიანებს და ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას). გარდა ამისა, მისი თქმით, უამრავ ღამის კრემს იყენებს, რათა კანი სრულყოფილად დაიტენიანოს. ასევე ჯეილო გიჟდება სახის ზეთებზე, რომლებიც სახის კანს სიმკვრივესა და ელასტიკურობას ანიჭებს.
2. მზისგან დაცვა
მიუხედავად იმისა, რომ მზე D ვიტამინის საუკეთესო წყაროა, მისგან თავის დაცვა მაინც გვჭირდება. როგორც ჯეილო ამბობს, მზისგან დამცავი კრემი მისი დღის რუტინის შეუცვლელი პროდუქტია. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ურჩევნია, რომ თავი ჩრდილს შეაფაროს და მზის პირდაპირ სხივებს მოერიდოს.
3. ფიზიკური დატვირთვა
ჯენიფერ ლოპესი უკვე წლებია ფანების გულს იპყრობს არა მხოლოდ სიმღერით, არამედ ენერგიული ცეკვითაც. გარდა იმისა, რომ ჯეილო ფიტნესითაა გატაცებული, მისი მთავარი ფიზიკური დატვირთვა მაინც ცეკვაზე მოდის. ის ჟურნალ People-თან ინტერვიუში ამბობს: „არავისთვისაა საიდუმლო, რომ ცეკვა მიყვარს. ამას ვარჯიშად არც კი ვთვლი“.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>