რჩევები

„ყველაფერს ვჭამ, ღამეც, ოღონდ ვცდილობ, ეს „ყველაფერი“ ჯანსაღად მომზადებული იყოს“ - რას აკეთებს ეკო ფანგანი ფორმის შენარჩუნებისთვის

„ყველაფერს ვჭამ, ღამეც, ოღონდ ვცდილობ, ეს „ყველაფერი“ ჯანსაღად მომზადებული იყოს“ - რას აკეთებს ეკო ფანგანი ფორმის შენარჩუნებისთვის
ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.



ამჯერად ეკო ფანგანი „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს და წერს, რომ კვებასთან დაკავშირებით საკუთარ თავს შეზღუდვებს არ უწესებს: „ყველაფერს ვჭამ, ღამეც, ოღონდ ვცდილობ, ეს „ყველაფერი“ ჯანსაღად მომზადებული იყოს“ - აღნიშნავს ის. ეკო,
ასევე განმარტავს, რომ ვარჯიში 5 წლის წინ დაიწყო, თუმცა სპორტდარბაზში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს და ჩავარდნებიც აქვს ხოლმე. ცელულიტის მოსაშორებლად კი ქალებს ურჩევს, რომ კვება დააბალანსონ: „ცელულიტისთვის პირველი არის კვება. გაზიანი, მარილიანი, ტკბილი, ცხიმიანი არის უბედურება. ცელულიტის სამკურნალოდ საუკეთესო შედეგი აქვს: სწორი კვება + ვარიჯიში + მასაჟი“ - წერს ეკო ფანგანი.




ბეჭდვა
e87a93