მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წლების წინ მისმა გარეგნობამ ბევრი ადამიანის გული მოიგო და დღეს მას სუამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მოდელი მათთან კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით ახერხებს.
სწორედ საკუთარი გამომწერების კითხვებს პასუხობს თაკო ჩხეიძე „ინსტაგრამსთორიში“ და წერს, რომ სახის კანს სხვადასხვა საშუალებით უვლის, მათ შორის, იტარებს პილინგს, მეზოთერაპიასა და ბიორევიტალიზაციას. გარდა ამისა, ნიღბებს სახლის პირობებშიც იკეთებს.
სპეციალურ პროცედურებს იტარებს თმის სიჯანსაღისთვისაც. კითხვას, იღებს თუ არა რაიმე ვიტამინს, თაკო პასუხობს, რომ ექიმის გარეშე დანამატების მიღება სასურველი არ არის: „ამჟამად არაფერს ვიღებს, მაგრამ შემოდგომიდან დავიწყებ ვიტამინების კურსს და აუცილებლად გაგიზიარებთ. ექიმის გარეშე მაინც არ არის რეკომენდებული ვიტამინების და სხვა დანამატების მიღება“.
თაკო ჩხეიძე კითხვებს ოჯახისა და მეგობრების შესახებაც იღებს და წერს, რომ შვილებზე უფრო დიდი ბედნიერება არ არსებობს. „ინსტაგრამსთორიდან“ ასევე ირკვევა, რომ მოდელს ერთი და და ერთი ძმა ჰყავს. გარდა ამისა, თაკო ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ მას კორონავირუსი გადატანილი აქვს და ჯერჯერობით ამის გამო არ იკეთებს ვაქცინას.
სულ ცოტა ხნის წინ თაკო ჩხეიძემ იმიჯი შეიცვალა და თმა ქერად შეიღება, რასაც მისი გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება და უამრავი კომპლიმენტი მოჰყვა: „გემოვნებიანი და დახვეწილი ბრძანდებით, ქერა თმა ძალიან გიხდებათ“, „გარეგნული და სულიერი სილამაზის შერწყმა ხართ“, „დახვეწილი და გრაციოზული ქალბატონი ხართ, გრეის კელის მაგონებთ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.