შოუბიზნესის არაერთი ცნობილი წარმომადგენელი ორიგინალური იმიჯისა თუ უბრალოდ საკუთარი პიროვნების წინ წამოსაწევად ხშირად მიმართავს სახის მოხატვის გზას და კეფაზე, შუბლსა თუ ყელზე არაერთ საინტერესო და განსხვავებულ ტატუს იკეთებს. მას, ვინც ამას ვერ ბედავს, თუმცა ექსპერიმენტებზე უარს მაინც ვერ ამბობს, TikTok-ის მომხმარებლები სახალისო ტრენდს სთავაზობენ.
ტატუ-სტიკერს აქტიურად იყენებენ „ბიუთი ბლოგერებიც“ და ამით მაკიაჟში ახალი, მრავალფეროვანი შტრიხები შეაქვთ. განსაკუთრებით პოპულარულია პეპლის ფორმა, რომელიც ერთნაირად მოსწონთ ბავშვებს, თინეიჯერებსა და ზრდასრულებს.
ამ ტრენდის გამეორება სახლშიც ძალიან მარტივია. დაგჭირდებათ მხოლოდ წებოვანი ტატუ და სველი ხელსახოცი. ამ პატარა დეტალით შეძლებთ, ფეხი აუწყოთ ახალ ტენდენციებს და თქვენი ვიზუალიც უფრო ფერადი, სახალისო და ლამაზი გახადოთ.