ყოფილ მოდელსა და დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ანუკისა და თბილისის მერის, კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და მათი შვილების, განსაკუთრებით კი, ყველაზე უმცროსის, ნიკოლასის ვიდეოებს გამომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან.
ანუკის გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ დიზაინერი ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და ხაზს უსვამენ მის სტილსა და ჩაცმულობას. გარდა ამისა, ანუკი არეშიძე არაერთ კითხვას იღებს თავის მოვლასთან დაკავშირებით. ამჯერად ის „ინსტაგრამსთორიში“ სწორედ იმ პროდუქტებს აზიარებს, რომელთა საშუალებითაც ზაფხულში სახის კანს უვლის. როგორც აღმოჩნდა, ანუკის თავის მოვლის რუტინა სულ სამი საფეხურისგან შედგება და აერთიანებს დასაბან, დამატენიანებელ და აკნეს საწინააღმდეგო საშუალებებს.