რჩევები

ლიმონიანი წყალი და აგავის წვენი - როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები მეგან მარკლმა მშობიარობის შემდეგ

ლიმონიანი წყალი და აგავის წვენი - როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები მეგან მარკლმა მშობიარობის შემდეგ
სულ ცოტა ხნის წინ მეგან მარკლი მეორე შვილის, ლილიბეტის დედა გახდა. მშობიარობისას მან წონაში მოიმატა, თუმცა ამაზე არ უდარდია, რადგან პირველი შვილის, არჩის გაჩენის შემდეგ მან ძალიან მალე მოახერხა ფორმაში ჩადგომა, ამისთვის კი რამდენიმე პროდუქტს იყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლის შესახებ არაერთი ჭორი ვრცელდება, ფაქტი ერთია - ის ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ჰერცოგინია წონაში მხოლოდ ორსულობისას იმატებს, თუმცა სასურველ ფორმას ყოველთვის სწრაფად იბრუნებს. კამერების წინ ბოლოდროინდელი გამოჩენის შემდეგ ტაბლოიდები წერენ, რომ მეგანი მშობიარობის შემდეგ აქტიურად
ცდილობს წონაში კლებას და ამ მიზნამდე ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.



როგორც არაერთი გამოცემა წერს, მეგან მარკლის დილა ერთი ჭიქა თბილი წყლითა და ლიმონით იწყება. ეს, როგორც უკვე ბევრმა კარგად იცის, აღვიძებს ორგანიზმს და აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესებს. ამას მოჰყვება საყვარელი შვრიის საუზმე, ჩვეულებრივ, ნუშის და სოიოს რძით, ხოლო შაქრის შემცვლელად მეგანი ბანანს ან აგავის წვენს იყენებს. გარდა ამისა, ჰერცოგინია ხშირად მიირთმევს ომლეტს ყველითა და მწვანილებით.

მეგან მარკლი უპირატესობას ანიჭებს სრულყოფილ ლანჩსა და მსუბუქ ვახშამს. მან ადრე განმარტა, რომ კვირის განმავლობაში ცდილობს მიირთვას ვეგანური და უგლუტეინო საკვები, რათა შაბათ-კვირას თავს უფლება მისცეს, ჭამოს ის, რაც მოესურვება. Best Health- თან საუბრისას კი მან განმარტა, რომ დიეტას არ იცავს და ცდილობს, სწორი და დაბალანსებული კვება ცხოვრების წესად აქციოს.



ჰერცოგინიამ თქვა, რომ სადილის შემდეგ ის სვამს მწვანე (მწვანილების) წვენს და უარს ამბობს ყავაზე, მას კი ისეთი პროდუქტებით ანაცვლებს, როგორებიცაა, ვაშლი, კომბოსტო, ლიმონი ან ჯანჯაფილი.

მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლი კარგი მზარეულია და ოჯახურ ვახშამსაც ხშირად აწყობს, ახერხებს, იკვებოს დაბალანსებულად და ყოველთვის შეინარჩუნოს სასურველი ფორმა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93